ვერძი
ამ დღეს ყველაზე მეტად კონფლიქტურ სიტუაციებს უნდა ერიდოთ. გარდა იმისა, რომ დაზარალდებით, უსიამოვნო განწყობა მთელი დღე გაგყვებათ. ახალი საქმის დაწყებამდე გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, ინტუიციის დახმარებით მოვლენების განვითარება თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.
კურო
მთელ დღეს საოჯახო საქმეებს და ძველი პრობლემების გადაჭრას დაუთმობთ, რომლებიც უდროობის გამო სამომავლოდ გადადეთ. სანამ უძრავი ქონების შეძენას დაგეგმავთ, ეცადეთ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნუ იყოყმანებთ და მოქმედებას შეუდექით. შეგიძლიათ ნათესავების ან მეგობრები დახმარების იმედი გქონდეთ.
ტყუპები
მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას და ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. ეს მომავალში შეცდომებისა და უსიამოვნო სიტუაციებისგან დაგიცავთ. ხელსაყრელი დროა შესყიდვების დაგეგმვისა და მოგებიანი ინვესტიციებისთვის. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა.
კირჩხიბი
ძველი წარმატების გამეორებას ნუ ეცდებით – თქვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც თამაშში ან ლატარიაში გაგიმართლოთ, მაგრამ ეს დიდ ბედნიერებას არ მოგიტანთ და ქარის მოტანილს ქარი წაიღებს. ნურაფერს დაგეგმავთ, რადგან მოულოდნელი შეხვედრის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სამსახურში კოლეგებთან მცირე გაუგებრობა გელით, მაგრამ საკუთარი პოზიცია დაცვას და ავტორიტეტის შენარჩუნებას შეძლებთ.
ლომი
თქვენმა წარმატებამ ბევრს მოსვენება დაუკარგა და შურიანი ადამიანები ცდილობენ დაგაზარალონ. მათთან დაპირისპირებას არ გირჩევთ – მალე ბედი მათ თავის ადგილს მიუჩენს. მოახლოებული მგზავრობა წარმატებით ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. შესაძლოა, დამატებითი ფულის შოვნის შესაძლებლობა გაჩნდეს. საღამოს ოჯახური გარემო და საყვარელი ადამიანების სიახალოვე დაგამშვიდებთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა ქალწულებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომლებსაც ძლიერი ხასიათი აქვთ და დასახულ მიზნებს აუცილებლად აღწევენ. ქალები ყველაზე მეტად ხელშეკრულებების ან გარიგებების დადებას უნდა ერიდონ – შეიძლება თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან და საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.
სასწორები
შეიძლება თქვენი ამბიციები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებად გექცეთ. ნუ აჩქარდებით, თორემ შეიძლება შეცდომა დაუშვათ და საერთო საქმე დააზარალოთ. გირჩევთ, უპირატესობა გუნდურ მუშაობას მიანიჭოთ და კოლეგების რჩევები გაითვალისწინოთ. არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო, ამჟამად დიდი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
მორიელი
ამ დღეს ბასრ საგნებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ტრავმების ალბათობა მაღალია. მამაკაცებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ავტომობილის მართვისას მოერიდეთ ტელეფონზე საუბარს და სიჩქარეს არ გადააჭარბოთ. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად და მარტოსულად გრძნობთ.
მშვილდოსანი
თავში ბევრი გეგმა და იდეა გაქვთ და დროა, მათ განხორციელებაზე იზრუნოთ. ან სამსახური შეიცვალოთ, ან მის მიმართ დამოკიდებულება. ამ დღეს სხვების რჩევა ნაკლებად უნდა გაითვალისწინოთ და დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. ნუ გადაიღლებით. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საქმეებზე უფრო მნიშვნელოვანია.
თხის რქა
ამ დღეს საკუთარ სიმართლეში ოპონენტების დარწმუნებას შეძლებთ. თქვენ წინაშე ბევრი კარი გაიხსნება, მაგრამ ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ უნდა ისარგებლოთ. იგივე ეხება სიყვარულს. ამ სფეროში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ხელსაყრელი დღეა სახლის და აგარაკის მოწესრიგებისთვის.
მერწყული
ამ დღეს უამრავი სიურპრიზი გელით, მაგრამ ყველა სასიამოვნო არ იქნება. ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება და ნუ დატოვებთ მარტოს თავის პრობლემებთან. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.
თევზები
ამ დღეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ნუ აჩქარდებით, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომა, რომელმაც შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ნუ ეცდებით ლიდერის პოზიციის დაკავებას – ამას ამ დღეს ვერ შეძლებთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.