ზაფხულში გაუსაძლისი სიცხეების დროს გასაგრილებლად ყველაზე მარტივი საშუალება კონდიციონერია, თუმცა არავინ იცის თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები შესაძლოა გამოიწვიოს კონდიციონერის მუდმივად გამოყენებამ. კონდიცირებისას ხდება ჰაერის გამოშრობა, ანუ დეოიონიზაცია.
ირღვევა თერმორეგულაცია, გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია. კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა.
ჰაერის გამოშრობისა და დეიონიზაციის შედეგად ხმის ტემბრიც იცვლება. რეკომენდირებულია, რამდენიმე წუთით გამორთოთ, გაანიავოთ ოთახი, აღადგინოთ ტენიანობის ბალანსი და შემდგომ ისევ ჩართოთ, სხვა შემთხვევაში არაერთი დაავადების აკიდების რისკს ზრდით.
ადამიანის ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა ბევრად დამოკიდებულია საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეში არსებულ მიკროკლიმატზე სადაც იგი დროის უმეტეს წილს ატარებს. კონდიციონერის ფილტრი სულ მცირე სამ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ, მაგრამ თუ ის გამუდმებით მუშაობს, სასურველია ფილტრი თვეში ერთხელ მაინც გაასუფთაოთ განსაკუთრებით იქ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია. ამის გაკეთებას ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გაკვეთილებიდან ისწავლით, თუმცა წელიწადში ერთხელ საჭიროა სპეციალისტმა შეამოწმოს თქვენი კონდიციონერის ეფექტურობა. ხარისხიან კონდიციონერებს აქვთ ბიო ფილტრები. ეს ის ფილტრებია, რომლებიც გვიცავს გარემოდან შემოტანილი, ჰაერში არსებული მიკროორგანიზმების, პათოლოგებისა და ვირუსებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვუფრთხილდებით ბიო ფილტრებს და არ ვახდენთ მათ პერიოდულ დამუშავებას, დიდი რისკია კონდიციონერის ეს ნაწილი იყოს ის რეზერვუარი, საიდანაც მოხდეს ამ ბაქტერიების ამოფრქვევა ჩვენს საცხოვრებელ სახლებში.
ხშირია პნევმონიის რისკც, ერთ-ერთი საშიში პნევმონია „ლეგიონელას“ აგრესიული ბაქტერიისგან არის გამოწვეული, რომელიც ისეთი მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარებას იწვევს, როგორიცაა ფილტვების ანთება. ეს უჯრედშიდა გავრცელების ატიპიური მიკრობია.
ბავშვები მოარიდეთ კონდიცირებად ოთახებში ყოფნას, ასევე გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 გრადუსს, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 35 გრადუსია, ოთახში 29-30 გრადუსი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი თუ სიცხიდან პირდაპირ სიგრილეში შეხვალთ გაციების რისკი, რა თქმა უნდა, მაღალი იქნება.