ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელები“ ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, დაფიქსირდა ავარიის 10 მონაწილე, 5 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი, გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენებმა კი უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.
ადგილზე მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.