Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ფეხით რაღაცას შევეხე და ვიგრძენი ბავშვის სხეული იყო“ – როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა კაცმა ჭაში ჩავარდნილი კაცი

August 22, 2024
„ფეხით რაღაცას შევეხე და ვიგრძენი ბავშვის სხეული იყო“ – როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა კაცმა ჭაში ჩავარდნილი კაცი

საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

“საზოგადოება საჩხერელი” სოციალურ  ქსელში საჩხერეში მომხდარ ისტორიაზე ინფორმაციას ავრცელებს :

სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლე, ანუ ჩვენი დროის გმირები

„ჰეი, ვინ მოდის, მანდ მომავლიდან!“

შოთა ნიშნიანიძის ამ შეძახილის შემდეგ არაერთმა მომავლიდან მოსულმა ქართველმა ჩაიდინა გმირული საქციელი სხვათა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

გუშინ, 21 აგვისტოს, მათ რიცხვს შეემატა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის მკვიდრი ნუგზარ კიპაროიძე.

კეთილად დასრულებული ეს სამწუხარო ამბავი კი ამგვარად მოხდა: სამწლინახევრის ლამაზი, გონებაგახსნილი, ონავარი ბიჭი, დემეტრე კიპაროიძე მეზობელ თანატოლთან, სოფოსთან გადავიდა სათამაშოდ.

ბებია ლამზირამ, სანამ ბავშვს მიაკითხავდა, განწირული კივილი გაიგონა  – არიქა, გვიშველეთ, ბავშვი ჭაში ჩავარდაო.

მყისვე ჩავიდა 18 მეტრი სიღრმის ჭაში დემეტრეს მამა, გიორგი, ეძება, ვერ იპოვნა და სასოწარკვეთისაგან განადგურებული ამოვიდა.

ახლა გიორგის მეგობარი ნუგზარ კიპაროიძე გაუჩინარდა ჭაში და ცოტა ხნის შემდეგ უსულო ბავშვის სხეულით ამობრუნდა.

ნუგზარ კიპაროიძე: „ჩავყვინთე, ვეძებე, სანამ სუნთქვა არ შემეკრა. ამოყვინთვა რომ დავაპირე, ფეხით რაღაცას შევეხე და  ვიგრძენი ბავშვის სხეული იყო.“

საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასწრაფო დახმარების ექიმებმა, განსაკუთრებით რეანიმაციის განყოფილების გამგემ, მამუკა ახვლედიანმა  ყველაფერი იღონეს , რომ ბავშვის გაჩერებული გული ამუშავებულიყო. მერე რეანომობილი, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა და…

პატარა დემეტრეს მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გული მომიკვდა, ანუ მასაც კი აღარ აქვს ჩვენი იმედი…“ – რას წერს მერაბ მეტრეველი?
  • „გაუქმდა 170-ზე მეტი ავიარეისი, შეყოვნდა 30 000-ზე მეტი მგზავრი…“ – რა ხდება საფრანგეთში?
  • ცნობილია გუშინ, ისანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge