კითხვას, სად შეიძინა და ნამდვილთა ღირს თუ არა ის ავტომობილი, რომლის ფოტოც „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა 500 ათასი ევრო, კალაძის გაღიზიანება და ჟურნალისტზე თავდასხმა მოჰყვა. მან ჟურნალისტს „ბრიყვი“ უწოდა:
„500 ათასი ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომელიც ჩემი საკუთრება არის, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული“, – განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტიკის კითხვაზე, რომ აღნიშნული ავტომობილი დეკლარაციაში მითითებული არ არის, კალაძემ უპასუხა: „მაშინ არ ყოფილა ჩემი. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი? რაში გაინტერესებთ? ვინ გეკითხებათ? ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით. თქვენს საქმეს მიხედეთ“. [IPN]