ხვიჩა კვარაცხელია მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
“გვარში მატება გვაქვს – ქვეყნიერებას მოევლინა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი” – წერს დარეჯან კვარაცხელია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის ახლობელია.
სამშობიაროდან ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია და წერს:
“ექსკლუზივი ჩაჩავას კლინიკიდან – ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი ჯაჯანიძე და ხვიჩა კვარაცხელია…”.