უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან საერთო შვილი ჰყავს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს.
იასკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.
“უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. პირადად გამიჭირდა ამის გადატანა. ამ დადგენილებით ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა, რომ ყველა მიისწრაფვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ამ მიმართვით ჩვენ ასევე ვცდილობთ, უცხო ქვეყნების პარლამენტარებს ვაცნობოთ შექმნილი ვითარების შესახებ, რათა მათ გამოიყენონ ყველა შესაძლო დიპლომატიური საშუალება მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული აქტისა და შეწყალების შესასრულებლად და შესაბამისი მკურნალობისთვის უკრაინაში ან საზღვარგარეთ გაგზავნისთვის. ასეთ რთულ დროს, ჩვენ, უკრაინელები არ უნდა დავდგეთ განზე, არამედ, ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნათელი მომავლისთვის, თავისუფლებაში“, – ამბობს ლიზა იასკო.