საქართველოში ერთი კილოგრამი კარტოფილი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია – ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აგვისტოს რეიტინგში წერია.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ეფუძნება 95 ქვეყნის მონაცემებს. ამ რეიტინგში საქართველო 76-ე ადგილს იკავებს, მეზობელი სომხეთი – 78-ე ადგილს, აზერბაიჯანი – მე-80 ადგილზეა, თურქეთი – 82-ე ადგილზე, რუსეთი კი 88-ე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სუპერმარკეტებში მეზობელ ქვეყნებს შორის ერთი კილოგრამი კარტოფილი ყველაზე ძვირია.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მიხედვით, ჩვენთან ერთი კილოგრამი კარტოფილის საშუალო ფასი სუპერმარკეტებში 0.71 დოლარი ღირს, სომხეთში – 0.69 დოლარი, აზერბაიჯანში – 0.62 დოლარი, თურქეთში – 0.59 დოლარი და რუსეთში – 0.49 დოლარი.
ამაზე რეიტინგის მიხედვით, ერთი კილოგრამი კარტოფილი ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაში ღირს – 3.89 დოლარი, ყველაზე იაფი კი პაკისტანში – 0.34 დოლარი.
Top-5 ქვეყანა, სადაც კარტოფილი ყველაზე ძვირია:
- სამხრეთ კორეა – 3.89 დოლარი
- აშშ – 2.98 დოლარი
- ტაივანი – 2.73 დოლარი
- იაპონია – 2.70 დოლარი
- კანადა – 2.67 დოლარი
Top-5 ქვეყანა, სადაც კარტოფილი ყველაზე იაფია:
- პაკისტანი – 0.34 დოლარი
- ბანგლადეში – 0.36 დოლარი
- ინდოეთი – 0.38 დოლარი
- ეგვიპტე – 0.39 დოლარი
- ნეპალი – 0.42 დოლარი