Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ ვირუსს არ ახასიათებს დამორჩილება”- რომელი ვირუსია გავრცელებული ქვეყანაში ყველაზე მეტად – ექიმის განმარტება

August 14, 2024
“შესაძლოა, ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს, მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს და ბავშვები იღუპებიან”– ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული – გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ისეთი ვირუსები, რაც ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ – რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი.

„იცით, რომ კორონავირუსი რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, მას სეზონური პიკი უნდა ჰქონდეს, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია. მოლოდინიც იყო, რომ კორონავირუსი ზამთრის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა, ამ კორონავირუსს არ ახასიათებს დამორჩილება სტანდარტული მიმდინარეობის თვალსაზრისით.

ახლა, მიმდინარე წლის 31-ე კალენდარულ კვირას, ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული. ეს რა თქმა უნდა, გამორჩეულია, არც გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი.

2024 წელს ასეთი განსხვავება გვაქვს. საბედნიეროდ, კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს იგივეა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, ეს არის ე.წ. ომიკრონი, რომელსაც მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს. ძირითადად იწვევს გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას, არ არის ჰოსპიტალიზაციის განმაპირობებელი, ნაკლებად იწვევს ფილტვის დაზიანებას.

კორონავირუსების სიჭარბე არ ნიშნავს, რომ კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა იმ პაციენტებში, ვინც ინფიცირებულია, ასევე არ იწვევს კლინიკაში მოთავსების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორს. კორონავირუსის სიჭარბე და გრიპის ვირუსის გახანგრძლივება გამორჩეულია მიმდინარე წელს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge