ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა AJARATIMES.GE ავრცელებს.
გამოცეის ცნობით, ცეცხლი კორპუსის მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ანახადეს, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა, თუმცა რამ გამოიწვია ის, უცნობია.
ფოტო: “აჭარა თაიმს”-ის ლაივიდან