,,გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროქტი, მათ შორის ამ დრომდე არანაირი სახის კომუნიკაცია არ შემდგარა,“ – აცხადებს გაზეთ ,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი, ელისო კილაძე.
კილაძის თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ,,ქართული ოცნების“ გუნდის პირველ პირებთან შედარებით, გახარიას, ყველაზე მაღალი რეიტნგი აქვს და სწორედ ამიტომ, ,,ოცნება“ აქტიურად შეეცდება მის ,,გაშავებას“.
,,კველევების თანახმად, ირაკლი კობახიძეს აქვს 1,94%, გახარიას – 17% და ღარიბაშვილს – 16%-მდე რეიტინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის რეიტინგი პარტიაში არის განულებული და კობახიძე თავდაცვის მიზნით აცხადებს, რომ თუ მას გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარეობიდან, ის უმრავლესობიდან 9 დპუტატს წაიყვანს. ,,ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს საპარლამნტო სიიდან 9 წევრის დაკარგვა, ესაა უმრავლესობის დასასრული“,- განაცხადა კილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ელისო კილაძის თქმით, პოლიტიკურ ველზე სტატუსის მოპოვებისთვის გახარიას დასჭირდება, რომ პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მის ირგვლივ დაგროვდა, განსაკუთრებით კი 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით.
,,გახარიას ოპოზიციონერობის სტატუსი განისაზღვრება იმით, თუ რა განცხადებებს გააკეთებს ბიძინა ივნიშვილთან მიმართებაში. ის იყო ამ ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენი და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბიზნესის შევიწროების წინააღმდეგ, როდესაც ღარიბაშვილი „არეკეტებდა“ ბიზნესს. გახარიამ ასევე, ძალიან დიდი რამ გააკეთა, როდესაც ფაქტიურად ქვეყანაში მოსპო, ე.წ. ჩადების ინსტიტუტი, თუმცა იყო ასევე, ქვეყნის პირველი პირი და იყო შსს-ს მინისტრი, რის გამოც, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი შავი ლაქა და ესაა 20 ივნისი. თუ უნდა, მოიპოვოს მოსახლეობის მხარდაჭერა, უნდა გასცეს 20 ივნისითან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი. გარდა ამისა, მას აქვს კიდევ ერთი სერიოზული ბრალდება, რომ დაკავშირებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქვეყანასთან, ირანთან, რომლის დავალებითაც მან ციხეში ჩასვა ცხრა/თერთმეტის ტერაქტის მნიშვნელოვანი მოწმე,“ – განაცხადა ელისო კილაძემ ,,ტვ პირველის“ ეთერში.
შგახსენებთ: დღეს, 29 მაისს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკუთარ პოლიტიკურ პარტიას – ,,საქართველოსთვის“ დააფუძნებს.