საკონსულტაციო კომპანია Rho Motion-ი მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვების ივლისის მონაცემებს აქვეყნებს.
შესაბამისად, ივლისში მსოფლიოში 1,4 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21% იყო.
ამავე მონაცემების თანახმად, ივლისში, მაშინ როცა ელექტრომობილების გაყიდვები ყოველწლიურად ევროკავშირში (EU), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში (EFTA) და დიდ ბრიტანეთში 8%-ით შემცირდა, ჩინეთში 31%-ით გაიზარდა.
იანვარ-ივლისის პერიოდში მსოფლიო გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 8,4 მილიონს მიაღწია. მთლიანი გაყიდვებიდან 5 მილიონი განხორციელდა ჩინეთში, 1,7 მილიონი – ევროკავშირში, EFTA-სა და დიდ ბრიტანეთში, 1 მილიონი აშშ-სა და კანადაში და 700 ათასი სხვა ქვეყნებში. მეორეს მხრივ, გლობალური გაყიდვების 65% მთლიანად ელექტრო, ხოლო 35% ჰიბრიდული მანქანები იყო.
წყარო: bpn.ge