Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფასების კლებას არ ველოდებით“ – რატომ არ იაფდება ახალაშენებულ კორპუსებში ბინები

August 14, 2024
“ფასების კლებას არ ველოდებით“ – რატომ არ იაფდება ახალაშენებულ კორპუსებში ბინები

„ბინების ფასების კლებას ნამდვილად არ ველოდებით, ამის საფუძველი არ არსებობს“ – როგორც კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა, ნატო მოდებაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ბინების გაყიდვებმა იკლო, თუმცა ეს ფასების კლებაზე არ ასახულა.

„ბინების გაყიდვებმა იკლო, განსაკუთრებულად კლება მაისში შეინიშნებოდა, მაგრამ, ეს ყველაფერი ფასების შემცირებაზე არ ასახულა, რადგან გაყიდული ბინების რაოდენობა ფასთან კავშირში არ არის.

ახალაშენებულ სახლებზე ფასი რამდენიმე მიზეზის გამო ვერ დაიწევს: მიწის ფასი, მუშახელის ხელფასი და სამშენებლო მასალების ღირებულება. ეს არის ის, რაც მუდმივად ძვირდება და წაგებაზე ვერავინ იმუშავებს. იმასაც გეტყვით, რომ მიწის ნაკვეთები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში ძალიან დეფიციტურია. შესაბამისად, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს, ეს ლოგიკურია.

ამას გარდა, საკმაოდ მოქნილი საბანკო სისტემა გვაქვს და მადლობა ამისთვის ეროვნულ ბანკს. სამშენებლო კომპანიებს რეალურად, ძალიან კარგი საბანკო პროდუქტები აქვს და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მათ გაყიდვებში ეხმარება. ხვალ და ზეგ რა იქნება, ამას ვერავინ გვეტყვის, თუმცა ბინების ფასების კლებას ნამდვილად არ ველოდებით, ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნატო მოდებაძემ.

მისი თქმით, უმნიშვნელოდ, მაგრამ დაკლებულია ძველი ბინების ფასები და ამას თავისი მიზეზი აქვს.

„რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, აქ ფასი ცოტა დაკლებულია, რადგან მოთხოვნა ახალ კორპუსებზეა. ესეც საბანკო პროდუქტების გამო: როდესაც ადამიანი ყიდულობს ახალ აშენებულ სახლს, მას მოჰყვება საბანკო გარანტიები – მშენებლობის დასრულებასთან, ჩაბარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ძველი კორპუსის შემთხვევაში მას პირდაპირ უწევს თანხის გადახდა, აქედან გამომდინარე ნაკლებად ხელმისაწვდომია და ბანკებიც ნაკლებად აფასებენ ძველ ბინებს. შესაბამისად, ძველი აშენებული ბინები ოდნავ, მაგრამ მაინც უმნიშვნელოდ გაიაფდა“, – განაცხადა მან.

წყარო: bpn.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩინეთი გერმანულ თვითმფრინავს სამხედრო ლაზერით დაესხა თავს“ – რას აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო?
  • თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, 1 პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • „ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა” – ყვარელში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge