ჟურნალისტო ინგა გრიგოლია ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას, რასაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,ბავშვთა სიღარიბის მომიზეზებით რომ პრემიერი მოხსნეს(კვირიკაშვილი ) ,ზუგდიდის ტრაგედიამ გამახსენა😪😪 ბავშვთა სიღარიბე კი არ ადარდებდათ ,ან მაშინ ან ახლა, საკუთარი,მოყანყალებული სკამების შესანარჩუნებლად ასახელებენ ხოლმე ამ მიზეზს😡😡 ბავშვთა სიღარიბეზე ზრუნვისთვის ჯერ არ სცალიათ😡ჯერ დედა რომ დედაა და მამა მამაა, ამით კვებავენ გაჭირვებულ ხალხს….ჯერ დასავლეთი ცუდია და რუსეთი ერთმორწმუნეაო, ამით აბრუებენ მშიერ ადამიანებს… წარმატებული ეკონომიკა გვაქვსო, ამით აბოლებენ ქვეყანას და ,,წარმატებული ეკონომიკის,, ქვეყანაში ღატაკი ბავშვები იღუპებიან(((((””- წერს გრიგოია.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს, გვიან ღამით ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის მე– 6 სართულზე გაჩენილი ხანძარს 2 მოზარდი, ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი ამ დრომდეკლინიკაში იმყოფებიან.
როგორც ცნობილია სახლში დენი არ ჰქონდათ და სანთელი ენთოდ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია ხანძარი.