დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს!!!ბევრი რამ იწვევს კანის დაბერებას. არსებობს რაღაცეები რასაც ვერ შევცვლით (ნატურალური დაბერება, შინაგანი დაბერება) და არსებობს რაღაცეები რისი შეცვლითაც ზეგავლენას მოვახდენთ და შევამცირებთ დაბერების პროცესს.ნატურალურ დაბერებას და შინაგან დაბერებას (natural aging, “intrinsic aging”) ვერაფერს მოვუხერხებთ – ეს ბუნებრივი პროცესია.მაგრამ შესაძლებელია სხვა ტიპის დაბერებაზე ვიმოქმედოთ, რომელსაც ნაადრევი დაბერება ეწოდება (premature aging) და ის გარემო ფაქტორებით და ცხოვრების წესით არის განპირობებული (“extrinsic aging ”).
პრევენციული ზომების მიღებით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ამ ტიპის დაბერების პროცესი:
ნაადრევ დაბერებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს მზე. ამიტომ მნიშვნელოვანია მზის სხივებისგან რუტინული დაცვა, ყოველდღიურად. არ აქვს მნიშვნელობა ზღვის სანაპიროზე ვიმყოფებით თუ დავრბივართ. 15 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ გამოიყენეთ მზისდამცავი – SPF30, UVA + UVB; კანის ფერის გასამუქებლად გამოიყენეთ აუტო-გასარუჯი (self-tanner), ვიდრე გაირუჯოთ მზეზე ან სოლარიუმში. ყოველი მზეზე გარუჯვის დროს თქვენი კანი ნაადრევად ბერდება; განაგრძეთ კითხვა…