ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
“მომხდარი ინციდენტის შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ღამის საათებში, შემოყვანილი იქნა ორი მოზარდი, რომლებიც მოთავსდნენ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით იყვნენ შემოყვანილნი. ორივეს გაეწია შესაბამისი პირველადი დახმარება. ორივე მათგანის მდგომარეობა, ამ წუთისთვის არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ-ჯერობით რჩებიან [კლინიკაში] დაკვირვების მიზნით. დამწვრობის ნიშნები არ აღენიშნებათ კანზე. მოზარდები არიან რვა-ათი წლის ბავშვები,” – ამბობს კლინიკის ექიმი.