ძილის წინ ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის დაზიანება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
საკვები კუჭში რჩება ორი-სამი საათის განმავლობაში. შემდეგ საკვები გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც საკვები ნივთიერებები შეიწოვება. დიდი რაოდენობით ცილებისა და ცხიმების შემცველ საკვებს ყველაზე დიდი დრო სჭირდება მონელებისთვის.
თუ ძილის წინ მსუყედ მიირთმევთ, საჭმლის მონელება ხელს შეუშლის ძილის დროს მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. ამის გამო შეიძლება გაუარესდეს ტვინის ფუნქცია და იმუნიტეტი და დაირღვეს ჰორმონალური ბალანსი.
სხეული ენერგიას დახარჯავს საკვების მონელებაზე იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს იგი ტვინში დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად, ნერვული კავშირების გაძლიერებისა და სტრესის დონის შესამცირებლად. განაგრძეთ კითხვა…