ვერძი
ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი წარმატების გჯერათ და სწორედ ამიტომ გაიმარჯვებთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და თანამოაზრეების გუნდი შეკრიბოთ. ინტუიცია გიკარნახებთ შემოსავალი როგორ გაზარდოთ და საკუთარი პოზიცია გააძლიეროთ. შესყიდვები, მათ შორის დაუგეგმავი, წარმატებული იქნება.
კურო
მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებთ, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები თქვენ წინააღმდეგ მუშაობს და წარმოიქმნება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა შეუძლებელია. სირთულეების მიუხედავად, წარმატების მიღწევა შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ ამისათვის მკაფიო სამოქმედო გეგმის შედგენა გჭირდებათ. ამ დღეს ჯობია, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ.
ტყუპები
დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდოთ – არსებობს უხერხული სიტუაციების და კონფლიქტების ალბათობაც კი. თქვენთვის პროვოკაციის მოწყობა ადვილია და ვიღაცამ შეიძლება ამით ისარგებლოს. ნუ იქნებით მიმნდობი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. დღის მეორე ნახევარში წარმატების მიღწევა იმაზე ადვილი იქნება, ვიდრე გგონიათ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და იპოვით გზას, რომ ამით ისარგებლოთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვან საკითხებში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ყველას თავისი საზრუნავი აქვს და თქვენთვის არავის სცალია. ამ დღეს შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ, თუ ფუჭ მოლოდინზე დროს არ დაკარგავთ და დამოუკიდებლად მოქმედებას დაიწყებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საქმისთვის, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს.
ლომი
ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ დაძლევთ. კარგად დაფიქრდით, ვინ შეიძლება დაგეხმაროთ. ამ დღეს ადვილი იქნება თანამშრომლობაზე შეთანხმება და პასუხისმგებლობების ისე გადანაწილება, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.
ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი იდეებითა და გეგმებით შეიძლება ბევრი ადამიანი დაინტერესდეს.
ქალწული
ნუ აჩქარდებით. დღის პირველ ნახევარში წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ, ამიტომ საღამოს დაელოდეთ. შესაძლებელია, რომ მეორე მცდელობა პირველზე უფრო წარმატებული იყოს. ურთიერთობა, რომელიც ბოლო დრომდე დაძაბული იყო, შეიძლება გაუმჯობესდეს და ეს თქვენი დამსახურება იქნება. ინტუიცია გიკარნახებთ, როდის უნდა გამოიჩინოთ პრინციპულობა და როდის ჯობია დათმობაზე წასვლა – უსმინეთ მას და ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
სასწორი
არც ისე სასიამოვნო დღეა. დილიდან მცირე შეცდომები, გაუგებრობას და არასწორი გათვლები გელით, რაც დაწყებული საქმის დროულად დასრულებაში ხელს გიშლით. ეცადეთ ადამიანების მიმართ მეტი ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და სხვების იმედი არ გქონდეთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს.
მშვილდოსანი
ამ დღეს შენიშნავთ იმას, რამაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაზე გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ფინანსურ საქმეებში სჯობს სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ. ხშირად უსარგებლო ნივთებში დიდ ფულს იხდით, რამაც შეიძლება კრიზისამდე მიგიყვანოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ამ დღეს სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ.
თხის რქა
დღის დასაწყისი ნებისმიერი საქმისთვის ხელსაყრელია. სავარაუდოდ, მშვიდობის დამყარების შანსი მოგეცემათ მათთან, ვისაც დიდი ხნის წინ ეჩხუბეთ. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერი იქნება. სამაგიეროდ, საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ და მომავალი დაგეგმოთ. შეიძლება საინტერესო იდეები გაჩნდეს, რომელთა განხორციელებასაც მოგვიანებით შეძლებთ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.
მერწყული
ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ – ამ დღეს ძალიან დაგჭირდებათ. ადამიანებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ის ადამიანებიც კი გაღიზიანებთ, ვის გვერდითაც ადრე თავს მშვენივრად გრძნობდით. ძველი გამოცდილება და დამოუკიდებლად მოქმედება წარმატებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ამ დღეს შეიძლება დაინახოთ შესაძლებლობა, რომელსაც ადრე ვერ ხედავდით. აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები და ემოციები, რათა დაუფიქრებელი გადაწყვეტილებისკენ არ გიბიძგოთ.
თევზები
ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ბევრ საქმეს თავი გაართვათ. სირთულეები არ გაშინებთ და შეუპოვრობა გეხმარებათ, წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც სხვები დანებდნენ. გარშემო მყოფებს თქვენი ენთუზიაზმი მოსწონთ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან.
პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ საკითხი, რომელიც არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც აწუხებთ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით და შეყვარებულებს უამრავ სასიამოვნო მომენტს ჰპირდება.