სეზონის პირველი მატჩი და პირველი – გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში სეზონი გოლით გახსნა და „უოტფორდი“ „მილუოლთან“ გასვლით მატჩში 2:0 დააწინაურა.
ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველად გამოჩნდა 8-ნომრიანი მაისურით.
“უოტფორდი“ 23-ე წუთზე კონგოელი თავდამსხმელის, ედო კაიემბეს გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო.
ქართველმა ნახევარმცველმა კი თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა – გიორგიმ საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა