Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იყავით ფხიზლად! – თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

May 28, 2021
“არის ალბათობა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდეს”

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.

“ადა­მი­ა­ნე­ბო! იყა­ვით ფხიზ­ლად, მაგ­რამ იმე­დი­ა­ნად!

ა.წ. 11-13 მა­ისს და სხვა დღე­ებ­ში „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ და „TV პირ­ველ­მა“ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის, მათ შო­რის ექი­მე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დიდი ზარ­ზე­ი­მით აც­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო COVID სიკ­ვდი­ლო­ბით 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა?! რომ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს, ქვე­ყა­ნა­ში COVID აპო­კა­ლიფ­სია, ინ­დო­ეთ­ზე უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა?! ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ თრომ­ბო­ზით კაცი გარ­და­იც­ვა­ლა?! და ა.შ.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ჰე­ბელ­სის პრინ­ცი­პით “თუ იტყვი დიდ ტყუ­ილს და ხში­რად გა­ი­მე­ო­რებ, ბო­ლოს და ბო­ლოს ხალ­ხი მას და­ი­ჯე­რებს“. თუმ­ცა ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ასე ურ­ცხვად ტყუ­იან, იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი არ არის, რო­გორც ის, თუ რა უდი­დე­სი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აკე­თე­ბენ ისი­ნი ამას.

ალ­ბათ, ასე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩერ­ნო­ბი­ლის მსგავ­სი ტრა­გე­დია მოხ­დე­ბო­და, ან მე­ტე­ო­რი­ტი ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. სა­ი­დან ამ­დე­ნი ბოღ­მა და ღვარ­ძლი? ჩვენს ოპო­ნენ­ტებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ყვე­ლაფ­რის გა­მარ­თლე­ბა იმით, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. სრუ­ლი სი­მარ­თლეა, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია უნდა აკ­რი­ტი­კებ­დეს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს და არა მიღ­წე­ვებს და მი­თუ­მე­ტეს არ უნდა იგო­ნებ­დეს ისეთ ფაქ­ტებს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას თრგუ­ნავს და სტრეს­ში ამ­ყო­ფებს.

COVID-19 სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და მას ვერ უმკლავ­დე­ბი­ან ან ძნე­ლად უმკლავ­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც კი. და როცა სა­ქარ­თვე­ლოს მსგა­ვი შე­ზღუ­დუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნა ახერ­ხებს, რომ COVID პან­დე­მი­ის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რით (ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გარ­და) ჰქონ­დეს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვფიქ­რობთ, ეს მხარ­და­ჭე­რას და თა­ნად­გო­მას იმ­სა­ხუ­რებს და არა ლან­ძღვა-გი­ნე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო შე­ექ­მნა ეფექ­ტი­ა­ნი COVID-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რი, რა­საც უდი­დე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და თავ­და­დე­ბა დას­ჭირ­და და ამის გა­კე­თე­ბა სუ­ლაც არ იყო ისე იოლი, რო­გორც ამას ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ვაი ექ­სპერ­ტე­ბი დი­ლე­ტან­ტუ­რად გვი­ყი­ჟი­ნე­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხალ­ხმა იცო­დეს სი­მარ­თლე იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ამ ვაი ექ­სპერ­ტე­ბის და ვაი ექი­მე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას თვი­თონ არა­ფე­რი, აბ­სუ­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ საქ­მის და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

მათ არ გა­უ­ტა­რე­ბი­ათ და არ გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ არ­ცერ­თი მძი­მე COVID ავად­მყო­ფი, არ გა­უ­თე­ნე­ბი­ათ ღა­მე­ე­ბი COVID კლი­ნი­კებ­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში, არ მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მძი­მე სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებ­ში და ეპიდ­კონ­ტროლ­ში. მათ ერთ წუ­თი­თაც არ უთ­ქვამთ უარი თა­ვი­ანთ კომ­ფორტზე, მსუ­ყე ჰო­ნო­რა­რებ­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მათ­გან წლი­ნა­ხევ­რის მან­ძი­ლე ერთი ღი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბაც კი არ შე­მო­სუ­ლა.

მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში პო­ზი­ო­რო­ბა, უსაგ­ნო კრი­ტი­კა და ქი­ლი­კი. ეს იმას ჰგავს, რომ ომის დროს სა­კუ­თარ სახ­ლში ბუ­ხარ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ­მა პი­რებ­მა თო­ფის და­ჭე­რა ას­წავ­ლონ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე მებ­რძოლ მე­ომ­რებს. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა ამათ ხელ­ში. სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო ადექ­ვა­ტუ­რი და არა­იშ­ვი­ა­თად წინმსწრე­ბი ზო­მე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნა პან­დე­მი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე. მოკ­ლე დრო­ში პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა მა­ნამ­დე უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და მოვ­ლა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით, გა­ნა­ვი­თა­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­და­ამ­ზა­და ექი­მე­ბი.

შე­იქ­მნა 64 რე­გი­ო­ნუ­ლი ე.წ. „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“ და ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“ 300 ექი­მით, რო­მე­ლიც აზღვევს სხვა „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბის“ მუ­შა­ო­ბას. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლომ ლა­მის ერ­თა­დერ­თმა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში შეს­ძლო თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა პან­დე­მი­ის ე.წ. პირ­ვე­ლი ტალ­ღა (2020 წლის გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ში), მარ­თა­ლია მძი­მედ, შე­ფერ­ხე­ბე­ბით და ხარ­ვე­ზე­ბით, მაგ­რამ მა­ინც უკე­თე­სად და ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევ­რმა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ გა­არ­თვა თავი უმ­ძი­მეს ე.წ. მე­ო­რე ტალ­ღას“ (2020 წლის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი), მი­აღ­წია სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მე­ო­რე ტალ­ღის შემ­დეგ, ხოლო ამ­ჟა­მად წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღას და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რიგი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო დაგ­ვი­ან­და მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია, შე­ზღუდ­ვე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რია და პირ­ბა­დე­ე­ბის მოხ­მა­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, და­ბა­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­ა­ხერ­ხა ჩვე­ნი ზო­მის ქვეყ­ნის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის COVID სა­წო­ლე­ბის (7 ათა­სამ­დე) მო­ბი­ზი­ლე­ბა, შექ­მნა ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი, რაც ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მაა და მთე­ლი მსოფ­ლიო იწო­ნებს, მსუ­ბუ­ქი ავად­მყო­ფე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვა ე.წ. „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, პა­ცი­ენ­ტთა დიდი ნა­კა­დე­ბის გა­მარ­თუ­ლი მარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღის დროს, როცა ყო­ველ­დღი­უ­რად 15-16 ათა­სი აქ­ტი­უ­რი COVID ავად­მყო­ფი გვყავს და სის­ტე­მა მა­ინც შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს, რისი ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნებ­სა და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში) მხო­ლოდ 42 ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა – გა­ცი­ლე­ბით შე­უ­და­რებ­ლად ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი არ დარ­ჩე­ნი­ლა ექი­მის (სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის) გა­რე­შე, არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა სა­წო­ლე­ბის, მათ შო­რის სა­რე­ნი­მა­ციო სა­წო­ლე­ბის და სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის, ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის (დე­ფი­ცი­ტის) გამო.

ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში და რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით გა­კეთ­და, თუ ცი­დან ჩა­მო­ვარ­და?რა სინ­დი­სით გვა­და­რე­ბენ ინ­დო­ეთს, სა­დაც COVID ავად­მყო­ფე­ბი მა­სი­უ­რად კვდე­ბი­ან სახ­ლებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში, სა­დაც ტყე­ებ­ში ხე­ებს ჭრი­ან და ქუ­ჩებ­ში ახ­დე­ნენ გარ­დაც­ვლილ­თა კრე­მა­ცი­ას და მა­ინც ვერ აუ­დი­ან ამას და მდი­ნა­რე გან­გში ყრი­ან გვა­მებს.

სა­ქარ­თვე­ლოს COVID სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ერ­თა­დერ­თი სუს­ტი ად­გი­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ტა­ნა, თუმ­ცა ესეც თან­და­თან სწორ­დე­ბა, შექ­მნი­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პუნ­ქტე­ბის გა­მარ­თუ­ლი ქსე­ლი შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვილ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­სა­ხუ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას. უკვე ხდე­ბა დღე­ში 3-4 ათა­სი ადა­მი­ნის აცრა, მალე ეს რი­ცხვი გა­ორ­მაგ­დე­ბა და გვაქვს ყვე­ლა პი­რო­ბა, რომ წლის ბო­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სულ ცოტა 65%.ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნა­რა­ტი­ვია, რომ ჩვენ­თან COVID-ს მარ­თვა­ში ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ლო­ქ­და­უ­ნე­ბის და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ხარ­ჯზე მი­იღ­წე­ვა.

მო­იყ­ვა­ნენ ერთ მა­გა­ლითს ერთ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ერთი კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვის გა­უქ­მე­ბა­ზე და თვალს ხუ­ჭა­ვენ იმა­ზე, რომ იგი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ან სხვა ქვეყ­ნებ­ში სხვა გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბია. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა თქმა უნდა, ლო­ქ­და­უ­ნე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი იყო, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უფრო რბი­ლი ვიდ­რე ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სიკ­ვდი­ლო­ბას. არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში COVID -თან ბრძო­ლას არ აფა­სე­ბენ მხო­ლოდ ერთი დღის ან ერთ კვი­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით.სა­ქარ­თვე­ლო COVID გარ­დაც­ვლილ­თა 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით ევ­რო­პა­ში არა პირ­ველ, არა­მედ 29-ე ად­გილ­ზეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ევ­რო­პის 28 ქვე­ყა­ნა­ზე (აგ­რეთ­ვე ამე­რი­კა­ზე) ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი გვყავს. ვი­საც არ სჯე­რა, მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია შე­ა­მოწ­მოს.და ბო­ლოს, COVID ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის ხა­რის­ხის ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი და ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი COVID შემ­თხვე­ვი­დან სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი – ე.წ. CFR, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ 1,38%-ია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 100 COVID ავად­მყო­ფი­დან 98.62% გა­დარ­ჩა.

COVID ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლით (და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბით) სა­ქარ­თვე­ლო სჯობ­ნის ევ­რო­პის 38 ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს 118 ქვე­ყა­ნას.მო­ვიყ­ვან რა­მო­დე­ნი­მე კონ­კრე­ტულ მა­გა­ლითს ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი­დან და ჩვე­ნი უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი­დან. სა­დღე­ი­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-სგან სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა 4727 ავად­მყო­ფი, ეს რა თქმა უნდა ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ ეს COVID-ია და არა გრი­პი და მან მსოფ­ლი­ო­ში 3.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ჩვენ­თან რომ სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR) არა 1,38% იყოს, არა­მედ ისე­თი­ვე, რაც მაგ. გერ­მა­ნი­ა­შია – 2.41%, მა­შინ დღე­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გვე­ყო­ლე­ბო­და 8240 გარ­დაც­ვლი­ლი, ანუ 2-ჯერ მეტი. ხოლო ისე­თი­ვე რომ იყოს, რო­გორც ბრი­ტა­ნეთ­ში – 2,86%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 9778 ავად­მყო­ფი; ისე­თი­ვე რომ იყოს რო­გორც რუ­სეთ­ში – 2,39%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 8171 ავად­მყო­ფი; ისე­თი­ვე რომ იყოს რო­გორც სომ­ხეთ­ში – 1,99%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 6804 ავად­მყო­ფი, ხოლო ისე­თი­ვე რომ იყოს რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­შია – 1,47%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 5026 ავად­მყო­ფი და ა.შ.

და ამის შემ­დეგ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვა და ექი­მე­ბი კი­დევ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას და საყ­ვე­დუ­რებს იმ­სა­ხუ­რე­ბენ? თუ ვინ­მეს ამ ციფ­რე­ბის არ სჯე­რა, შე­უძ­ლია ნა­ხოს ნე­ბის­მი­ერ ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი იცის და უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რად აფა­სებს ვინ ვინ არის, მაგ­რამ მძლავ­რი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­პა­გან­და მა­ინც სა­ში­შია.

ამი­ტომ მე მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას იუ­ლი­უს ფუ­ჩი­კის სი­ტყვე­ბით, რომ­ლი­თაც იგი მსოფ­ლი­ოს ფა­შიზ­მის მო­ახ­ლო­ვე­ბის საფრ­თხე­ზე აფრ­თხი­ლებ­და „ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად!“ მაგ­რამ მინ­და და­ვა­მა­ტო „იყა­ვით იმე­დი­ა­ნად“, რად­გან ქვე­ყა­ნა სა­ი­მე­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ეს ადამიანები უკვე ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს და რწმენას… გარუსება სხვა კი არაფერია“ – რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
  • პირველი კომენტარი – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დაკავებულის დედა საუბრობს
  • „დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და ადგილიდან მიიმალა“ – შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge