Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს სიგიჟე იყო თავიდანვე”– რას ამბობს კენიელი გარემოსდამცველი ივანიშვილის ბაობაბებზე

August 9, 2024
“ეს სიგიჟე იყო თავიდანვე”– რას ამბობს კენიელი გარემოსდამცველი ივანიშვილის ბაობაბებზე

“ვფიქრობ, რომ თქვენმა ოლიგარქმაც და ჩვენმა მთავრობამაც კენიელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს”, – ასე ეხმაურებიან კენიელი გარემოსდამცველები ივანიშვილის ბაობაბების გახმობას. მათ ამის შესახებ “მთავარ არხთან” ისაუბრეს.

”ის რასაც ყვებით, დაუჯერებელია. დაუჯერებელი, მაგრამ მოსალოდნელი. ამ სიტუაციის თავიდან აცილება შეიძლებოდა. გახსოვთ ალბათ რამხელა წინააღმდეგობა იყო ადგილობრივებისა და გარემოსდამცველების მხრიდან. სამწუხაროა, რომ მიუხედავად აასეთი პროტესტისა კენიის მთავრობამ მაინც დართო ნება, რომ ეს ბაობაბები საქართველოში წაეღოთ. მათ გადათხარეს ჩვენი სოფლები, ჩაჭრეს ელექტროსადენები და ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობა მოწყვეტილი იყო სამყაროს. ჩვენ სულ გვაინტერესებდა, გაიხარა თუ არა ამ ხეებმა ბოტანიკურ ბაღში და ახლა გავიგეთ, რომ გახმა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ბაობაბის სამშობლო არის აქ, კენიაში. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ კორუფციული გზებით ეს მაინც მოხდა. ამიტომ მე ძალიან დამწუხრებული ვარ. იმედია ეს გაკვეთილი იქნება და მსგავსი რამ არასოდეს მოხდება. ჩვენ არ ვიცოდით ,ვინ იყო ადამიანი ვინც თხრიდა, ჩვენს ხეებს. მაგრამ ვიცოდით, რომ ის მდიდარი ოლიგარქი იყო. რა თქმა უნდა ეს ბაობაბები გახმებოდა. ისინი კენიის სხვა რეგიონში რომ გადარგო იქაც ვერ გაიხარებს, აღარაფერს ვამბობ დედამიწის სხვა წერტილში მათ გადატანაზე. ეს სიგიჟე იყო თავიდანვე, და შეურაცხმყოფელია, რომ მთავრობა ისე გვექცეოდა, თითქოს სულელები ვიყავით. რა თქმა უნდა იყო კორუფციული გზები და მოსყიდვაც. ვფიქრობ რომ თქვენმა ოლიგარქმა და ჩვენმა მთავრობამაც, კენიელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ” – ამბობს კენიელი გარემოსდამცველი “მთავარ არხთან”.

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა. ამავე განცხადებაში გაკრიტიკებულია “ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია”, რომელიც, ადმინისტრაციის მტკიცებით, “დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ”, ებრძვის პარკის პროექტს.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქვეყანაში რუსულენოვანი სკოლები დაიხურება, ხოლო რუსულ ენას სასკოლო პროგრამიდან საერთოდ ამოიღებენ” – აზერბაიჯანული მედია
  • „წამებით მაიძულებდნენ ამის გაკეთებას…” – რას ამბობს თბილისის აეროპორტში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე?
  • „ბიძინას აღარ ჭირდება “ტრიუკების” მოფიქრება…“ – რას წერს გია ხუხაშვილი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge