Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზაფხული ტკიპების გავრცელების სეზონია: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და როგორც დავიცვათ თავი – ინფექციონისტის რჩევები

August 8, 2024
ზაფხული ტკიპების გავრცელების სეზონია: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და როგორც დავიცვათ თავი – ინფექციონისტის რჩევები

ტკი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან, ბუ­ნე­ბა­ში გა­ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად ჩნდე­ბი­ან. ტკი­პე­ბის აქ­ტი­ვო­ბა იწყე­ბა აპ­რი­ლის ბო­ლო­დან, პიკს კი ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში აღ­წევს. ბუ­ნე­ბა­ში მათი აქ­ტი­ვო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში დი­ლის 8-დან-11 სა­ა­თამ­დე და სა­ღა­მოს 5-დან 20 სა­ა­თამ­დეა.

ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­პე­ბი ორი სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან.

ტკი­პე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ენ­ცე­ფა­ლი­ტი უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­აა, რომ­ლის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 25%-მდეა. ენ­ცე­ფა­ლი­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტკი­პას ნერ­წყვით გა­და­ე­ცე­მა ადა­მი­ანს ნაკ­ბე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. და­ა­ვა­დე­ბის ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი 4-28 დღეა.
ინ­ფექ­ცია იწყე­ბა ცხე­ლე­ბით, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სი­სუს­ტე, თა­ვის ტკი­ვი­ლი და სახ­სრე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას მოს­დევს: ნევ­რო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გუ­ლის­რე­ვა, თვა­ლის ტკი­ვი­ლი, ლე­თარ­გია, ცნო­ბი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, კრუნ­ჩხვე­ბი.
მე­ო­რე სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა, ანუ ბო­რე­ლი­ო­ზი. მას იწ­ვევს ბაქ­ტე­რია Borrelia burgdorferi, რო­მე­ლიც გა­და­დის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტკი­პას ნაკ­ბე­ნით. ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მსუ­ბუ­ქი­დან მძი­მემ­დე, მათ შო­რის კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი (ხში­რად წრე­ე­ბის სა­ხით), დაღ­ლი­ლო­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, ჩხვლე­ტის შეგ­რძნე­ბა და და­ბუ­ჟე­ბა. ბო­რე­ლი­ო­ზის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და­მო­უ­კი­დებ­ლად ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, რად­გან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დოზა და ხან­გრძლი­ვო­ბა გა­მო­ით­ვლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.

ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

– გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც გამ­წვა­ნე­ბა იწყე­ბა, ბა­ლა­ხი ამო­დის, ხე­ებს ფოთ­ლე­ბი გა­მოს­დის, უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სე­ზო­ნი იწყე­ბა ტკი­პე­ბის­თვის. ზოგ­ჯერ მცდა­რად ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ის ტკი­პაა, რაც ძაღ­ლებს და ზო­გა­დად ცხო­ვე­ლებს აქვთ. გა­აჩ­ნია ჩვენ ახლა რო­მელ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ბო­რე­ლი­ო­ზი რო­მელ ტკი­პა­საც გა­და­აქვთ, ეს ის ტკი­პა არ არის, რაც ცხო­ვე­ლებს ჰყავთ.

– ძაღ­ლის ტკი­პაც სა­ში­შია?

– დიახ, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტა­ნი იყოს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­ზეც ყვე­ლა ვღე­ლავთ, ეს ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტკი­პაა. ძაღ­ლის ტკი­პა არის, მსხვი­ლი და კარ­გად ჩანს, ის ტკი­პა კი, რომ­ლებ­საც ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა გა­და­აქვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ნემ­სის თა­ვის ზო­მაა. ზოგ­ჯერ ვერ ხე­დავს ადა­მი­ა­ნი, იმ­დე­ნად ღრმად არის კან­ში ჩამ­ჯდა­რი. ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის­თვის მათ არ სჭირ­დე­ბათ ცხო­ვე­ლი, ძი­რი­თა­დად ბა­ლა­ხი­დან ხდე­ბა კან­ში ჩაჯ­დო­მა. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი ვერც აფიქ­სი­რებს იმ მო­მენტს რომ ტკი­პა ჰქონ­და სხე­ულ­ზე ჩამ­ჯდა­რი, მაგ­რამ ხან­და­ხან თვა­ლით ხილ­ვა­დია. მისი ამო­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სით, პინ­ცე­ტით ხდე­ბა, რო­გორც გი­თხა­რით, ძა­ლი­ან პა­ტა­რა, უწ­ვრი­ლე­სი ტკი­პაა.

– რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ნა­ხავს, რომ კან­ში ტკი­პა აქვს ჩამ­ჯდა­რი?

– ოჯა­ხის პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ამო­ღე­ბა, პინ­ცე­ტი მთლი­ა­ნად უნდა მო­კი­დოს იმ ნა­წილს და ამო­აძ­როს, შემ­დეგ კანი სპირ­ტით უნდა და­მუ­შავ­დეს. თუ შე­ა­ტყო, რომ ვერ ამო­ი­ღო ბო­ლომ­დე და რა­ი­მე ნა­წი­ლი მა­ინც დარ­ჩა, უმ­ჯო­ბე­სია, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს.

ნაკ­ბე­ნი­დან ერთი კვი­რის, ათი დღის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლია კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს სპე­ცი­ა­ლის­ტთან. სა­სურ­ვე­ლია ჩა­ტარ­დეს გა­მოკ­ვლე­ვა ბო­რე­ლი­ოზ­ზე. ზოგ­ჯერ შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბა უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო სიმპტო­მია, ე.წ. მიგ­რი­რე­ბა­დი ერი­თე­მა, ეს არის ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, რკა­ლის ფორ­მა აქვს და შე­საძ­ლოა, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში გაჩ­ნდეს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ნაკ­ბე­ნის ად­გილ­ზე გაჩ­ნდეს მხო­ლოდ. ასე­ვე შე­საძ­ლოა, გან­ვი­თარ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი.

– და­სა­წყის­ში ვახ­სე­ნეთ ცხო­ვე­ლის ტკი­პა, რო­გორც მივ­ხვდი, ცხო­ვე­ლის ტკი­პა არ არის ასე­თი სა­ში­ში.

– ცხო­ვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟია, აქ ხდე­ბა ხოლ­მე აღ­რე­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი არ არის ცხო­ვე­ლის ტკი­პა, რო­გორც გი­თხა­რით, უფრო სა­ხი­ფა­თოა ბუ­ნე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

– რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი, ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნის დროს?

– ადა­მი­ანს უნდა ეც­ვას და­ხუ­რუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი, ფეხი მთლი­ა­ნად და­ფა­რუ­ლი ჰქონ­დეს და ასე­ვე მკლა­ვე­ბი. ეს არის მხო­ლოდ გა­მო­სა­ვა­ლი. თუ კარ­ვე­ბით მი­დი­ან ტყე­ში, ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხო­ვე­ლე­ბის­გან დამ­ცა­ვი კრე­მე­ბი.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge