ასტრაზენეკას ვაქცინით აცრიდან რამდენიმე დღეში 44 წლის ქალი თრომბის დიაგნოზით, კრიტის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დრომდე კრიტიკულია.
ახალგაზრდა ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა ხასიათდება როგორც „შეუქცევადი“.
ოჯახის განცხადებით, 44 წლის გლიკერიას ტვინი სრულიად გათიშულია.
ტელეკომპანია MEGA-სთან, პაციენტის მეუღლემ, მანოს მანუსაკისმა თავისი ოჯახის მდგომარეობაზე მედიასთან ისაუბრა:
„ჩვენ ახლა უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ტკივილი. ჩვენ სამი შვილი გვყავს 8, 10 და 12 წლის. მომხდარის შესახებ უფროს ბავშვებს ფსიქოლოგის დახმარებით ვუამბეთ. ახალა ველოდებით ექიმებისგან ჩემი მეუღლის გარდაცვალების შეტყობინებას,“ – ამბობს პაციენტის მეუღლე.
როგორც მან აღნიშნა, ბავშვებმა დედას წერილი დაუწერეს ყველა პასუხგაუცემელი კითხვებით და მამას გადასცეს. ბავშვებს აქვთ კითხვები რადგან, სულ რამდენიმე დღის წინ დედამ თავად უთხრა მათ, რომ სახლში ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდებოდა.
ინფორმაციისთვის, 44 წლის გლიკერია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მაისის დასაწყისში აიცრა. ვაქცინაციიდან, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ მას თრომბოზი განუვითარდა.
წყარო: exclusivetv.ge