“ოკუპაციას არასოდეს არ შევეგუებით” – სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა

“ოკუპაცია, ეს არ არის მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა და აგვისტოს ომის მუზეუმი მოინახულა.

ძალიან დიდი მადლობა, რომ აქ გაკეთდა ასეთი მუზეუმი. ეს მეხსიერება რომლის დავიწყება არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, ეს არ არის როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, ეს არ არის მოცემულობა. ეს არის ის, რასაც არასოდეს არ შევეგუებით და არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. არა იმისთვის, თუ რაღაც ომით თუ ძალით თუ როგორ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, ამ ტერიტორიების დაბრუნება და უფრო სწორედ გაერთიანება მოსახლეობის იქა და აქა იწყება აქა, იწყება ამ სოფლის გაძლიერებით, იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, პროგრამები, ახალგაზრდებს ადგილზე დარჩენა. იქითკენ მცხოვრებ ადამიანებს, ესენი არიან ქართველები თუ ოსები, არა აქვს მნიშვნელობა, იმათთვისაც უნდა გვქონდეს გზავნილები, იმათი მომავალი, როგორც ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს იქნება საბოლოო გამაერთიანებელი. კიდევ ერთხელ – არა ომი, არა კონფლიქტი, არამედ ჩვენი იდენტობა. იმ ეკლესიების დაცვა…

მე მაინტერესებს როდის იყო ბოლოჯერ, როცა ჩვენმა კულტურის მინისტრმა მიმართა UNESCO-ს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები გინდათ აფხაზეთში, გინდათ ოსეთში. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა კეთდება ქართული ენისთვის, რა კეთდება იმისთვის, რომ აქედან, მაგალითად, მარტივი რამ ტრანსპორტი დაინიშნოს. ეს ხომ არ არის ძნელი, ეს ხომ არ მოითხოვს რაღაცა ისეთის ძალისხმევას, რაც არ შეგვიძლია. სად არის შერიგების მინისტრი. რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ აქ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი. და კიდევ ერთი რამ – არ შემიძლია არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილი არის “უცხო აგენტების” ფულით. მადლობა მათ, – განაცხადა ზურაბიშვილმა.