მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი 14 მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ პარლამენტის დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილ პასუხში.
ამავე მონაცემების თანახმად, მიწის სისტემური რეგისტრაცია დასრულდა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:
- ხულო
- ბაღდათი
- ტყიბული
- მესტია
- საგარეჯო
- სიღნაღი
- ასპინძა
- კასპი
- ხაშური
- დუშეთი
- თიანეთი
- ბოლნისი
- ამბროლაური
- ლენტეხი
აღსანიშნავია ისიც, რომ 30 მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი კვლავაც მიმდინაროებს, ამ ოცდაათიდან 14-ში კი საველე საკადასტრო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულია 768 650 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამურმა ფართობმა 487 763 ჰა შეადგინა. საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციის ფარგლებში აზომილია 1 095 170 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობიც 563 392 ჰა-ს შეადგენს.