ყველამ იცის, რომ ზღვის წყალი სასმელად უვარგისია. რა შეიძლება ვთქვათ მისი მცირე რაოდენობის გადაყლაპვაზე, მაგალითად, რამდენიმე ყლუპის დალევაზე?
ზოგი თვლის, რომ ზღვის წყალი სტერილურია და რაიმე ცუდით დაინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. დაახლოებით იგივე სიხშირით შეიძლება შეგვხვდეს მოსაზრებები, რომ ზღვის წყალი ხშირად ხდება მიკროორგანიზმების გამრავლების ადგილი, რომლებიც იწვევენ ტიპურ ზღვის დაავადებებს – როტავირუსულ გასტროენტერიტს. დაინფიცირება ხდება ზღვის წყლის გადაყლაპვისას. ამის შემდეგ მიკრობი ორგანიზმში რამდენიმე დღე მიძინებულია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი დესტრუქციული მოქმედება.
როგორია რეალობა? – ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ანტონი რიაბოვი, მიკრობიოლოგი. მისი თქმით, ზღვის წყლის გადაყლაპვა სასიკვდილო არაა, მაგრამ რისკს შეიცავს.
„ზღვის წყალი შეიცავს ბევრ ბაქტერიას, ვირუსს და ყველა ზოლის სხვადასხვა მიკროსკოპულ ცოცხალ არსებას. უბრალოდ 24 გრადუს ცელსიუს ტემპერატურამდე მიკრობები ძალიან აქტიურად არ მრავლდებიან, ამიტომ მათი კონცენტრაცია მცირეა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში არ არის. მაგრამ რამდენიმე თბილი ზღვის წყლის გადაყლაპვის შემდეგ არსებობს შანსი, რომ დარჩენილი შვებულება დიარეასთან ბრძოლაში გაატაროთ“.