საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე ოლიმპიური თანაშების ფინალის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
“ძალიან რთულია საუბარი… ახლა რაც ჩემს თავში და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ვინც მხარს მიჭერდა ყველას: მშობლებს, მწვრთნელებს, საერთოდ ყველას ვინც მხარში მედგა მთელი ცხოვრება… არ ვიცი აღარ არის ეს ნორმალური, რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი… მაგრამ არაუშავს ფარ-ხმალს რა თქმა უნდა არ დავყრი და მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას! ვნახე (ილიას პირველი ილეთის ეპიზოდი განმეორებით) რამდენადაც ეგ იპონი იქნება იმდენად გული მეტკინება და გული დამწყდება რომ მე ვერცხლის მედალი მიკიდია. რა შეიძლება ვთქვა … რა მნიშვნელობა აქვს, არანაირი მნიშნელობა არ აქვს… მაგრამ იპონი იყო…” – განაცხადა ილია სულამანიძემ ფინალის შემდეგ.