ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ლაშა ბექაურს ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს.
სარდალაშვილი მის მეუღლესთან ერთად აქვეყნებს ვიდეოს.
როგორც სპორტსმენი ამბობს, ის ასრულებს დაპირებულ პირობას და მის შვილს ლაშას დაარქმევს.
“ღმერთს შევპირდი, რომ თუ ლაშა მოიგებდა შვილს მის სახელს დავარქმევდი, ველოდებით…” -ამბობს სარდალაშვილი.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90კგ) პარიზის ოლიმპიადის ფინალში მოიგო და შესაბამისად ის ოქროს მედალის მფლობელი გახდა. მან საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალში ლაშა ბექაურის მეტოქო იაპონელი სანშირო მურაოს შეხვდა, რომელთანაც ქართველს წინა სამი დაპირისპირება მოგებული აქვს. მანამდე ბექაურმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი გაფრთხილებებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
ვიდეო იხილეთ აქ