სვანეთში დაკარგული ბიჭები იპოვეს. ამასთან, მათი გამოკითხვა დასრულდა.
მათი თქმით, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო მოუხდათ მარშრუტის შეცვლა და ორი დღის ნაცვლად ოთხი დღე დასჭირდათ.
გიორგი ფარჯიანის თქმით, ტყიდან რომ გამოვიდნენ, პირველივე მაღაზიაში შევიდნენ, სადაც უთხრეს, რომ მთელი საქართველო ეძებდა.
“22-ში გვქონდა შეკრება და ჩვენი მიზანი იყო, რომ ორ დღეში გადმოვსულიყავით ქედზე, მაგრამ გაუთვალისწინებელი ამბების გამო მოგვიწია და დაგვემატა 5 დღე. დათვი შევამჩნიეთ მოშორებით და იმ დათვთან აღარ გავიარეთ და დავიწიეთ დაახლოებით 200 მეტრი. ტელეფონი სანამ მქონდა, უშუალოდ ჯგუფის წევრებთან შევძელით დაკავშირება. ერთმანეთი გავაძლიერეთ მე და გიორგიმ. მაღაზიაში გვკითხეს, რა გვარები ხართო და გვითხრეს მთელი საქართველო გეძებთო. ჩვენთვისაც უხერხული იყო”, – განაცხადა გიორგი ფარჯიანმა.
გიორგი გვიშიანის თქმით, მარშრუტი რომ არ შეეცვალათ, ტერიტორიაზე ორ დღეში დაბრუნდებოდნენ.
“გაუთვალისწინებელი მომენტი იყო და იმ მომენტში რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, იმის მიხედვით გაგვიგრძელდა გზა. თავიდან როგორც ვგეგმავდით ისე რომ წავსულიყავით, ორ დღეში დავფარავდით მანძილს”, – აღნიშნა გიორგი გვიშიანმა.
“თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში!.. ჯანმრთელად და კარგად არიან, ჩვენ კი გვანერვიულეს მალე გაგაგებინებთ დეტალებს” – წერს სვანეთინიუსი.
სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი.
ცნობისთვის, სვანეთში ორი ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ 112-შიინფორმაცია 24 ივლისს შევიდა. მათ სამაშველო ჯგუფთან ერთად, ადგილობრივებიც ეძებდნენ. დღეს დილით სამძებრო სამუშაოებშო მერტმფრენი ჩაერთო.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. ისინი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე უნდა ჩასულიყვნენ ტყით, საიდანაც მათთან კონტაქტი გაწყდა.