გუშინ, თბილისის დროით 12:10 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.8 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ისევ ქალაქ დედოფლისწყაროსთან დასავლეთით 2 კილომეტრში, სოფელი ლენინოვკა იყო.
12:08 საათზე ამავე ტერიტორიაზე 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ თბილისშიც.
მანამდე, 08:10 საათზე, ასევე, მიწისძვრა მოხდა დედოფლისწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
არსებული ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა დღესაც. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ნინოწმინდა, სოფელი სამება იყო.
სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.