ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძი ამ კვირის განმავლობაში საკუთარ ენერგიასა და პოტენციას სრულად გამოიყენებს. სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში პირველ პოზიციაზე იქნებით და ხელმძღვანელების მხრიდან შექებასაც დაიმსახურებთ. მეტიც, შესაძლოა, ამ კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი მატერიალური ჯილდო და აღიარებაც მიიღოთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება, მიმდინარე კვირაში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დროთა განმავლობაში თქვენთან ერთად არაერთ საინტერესო მოგონებას დააგროვებს. თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, კვირის ბოლოსკენ, როცა ემოციური ფონის მომატებას იგრძნობთ, გარკვეული უთანხმოებები მოგივიდეთ, თუმცა კომუნიკაციის შესანიშნავი უნარით, რომლითაც თქვენი ნიშანი დაჯილდოებულია, გაუგებრობის მოგვარებას მარტივად შეძლებთ.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
კვირის დასაწყისში კუროს ნიშნის წარმომადგენლები ემოციურ არასტაბილურობასა და მომატებულ შფოთვას იგრძნობენ და ეს შესაძლოა, იმპულსური გადაწყვეტილებებისა და კონფლიქტების წინაპირობა გახდეს. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, ოთხშაბათამდე რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და გააგრძელოთ იმის გაკეთება, რასაც ჩვეულებრივ აკეთებდით. ხუთშაბათიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ, კვლავ დაგიბრუნდებათ მოტივაცია და თქვენს ცხოვრებაში სიახლეების დაგეგმვას შეძლებთ. კვირის პირველ ნახევარში საკუთარ ფინანსებსა და ხარჯებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგანაც თაღლითობის, მანიპულაციისა და იმპულსური შესყიდვების რისკი იზრდება. კვირის მეორე ნახევრიდან კი აქტიური პერიოდი იწყება, როცა შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ და განახორციელოთ ყველაფერი, რაც გსურთ.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპებისთვის კვირის უმეტესი ნაწილი მშვიდი იქნება. შეგიძლიათ, ძველი ნანგრევებისგან სამუდამოდ გათავისუფლდეთ. წერტილი დაუსვათ იმ ურთიერთობას, რომელიც თქვენთვის ტოქსიკურია და და ბედნიერება აღარ მოაქვს. გათავისუფლდეთ მოძველებული ნივთებისაგან, მოაწესრიგოთ თქვენი ტელეფონის, კომპიუტერისა და თუ სხვა ციფრული მოწყობილობების ფაილები, დაუბრუნოთ მეგობრებს ის ნივთები, რომლებიც დიდი ხანია, ითხოვეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა საქმიანო მოლაპარაკებებისა და მენეჯმენტთან გარკვეული საკითხებზე კამათისთვის არც თუ ისე ხელსაყრელია. გარდა ამისა, მიმდინარე კვირის განმავლობაში, შესაძლოა, საკუთარი თავის სიამოვნებისა თუ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვის გამო იმპულსური შესყიდვებიც დაგეგმოთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას შეცვლის. სამაგიეროდ, თავს ბედნიერად იგრძნობთ და მომდევნო კვირისთვის საჭირო მოტივაციასაც იპოვით.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
როგორც ასტროლოგები ამბობენ, კირჩხიბები მთელი კვირის განმავლობაში ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების საქმეების მოგვარებაში იქნებიან ჩართულნი და მხოლოდ შაბათ-კვირას ექნებათ შესაძლებლობა, რომ დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ და სასიამოვნო თავგადასავლები დააგროვონ. გარდა ამისა, პროფესიული კუთხით შესაძლოა, აქტიური მოლაპარაკებები დაგეგმოთ, ნაყოფიერი შეხვედრები გქონდეთ და ხელმძღვანელობის მხრიდან შექებაც დაიმსახუროთ. ფინანსური თვალსაზრისით, სტაბილური კვირა გექნებათ. თუ ურთიერთობაში არ ხართ, ამ კვირის განმავლობაში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც, ერთი შეხედვით, უცნაური და თქვენი ხასიათისათვის შეუფერებელია, თუმცა თქვენს ურთიერთობას ექნება პერსპექტივა, რომ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო კავშირად გადაიქცეს.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
კვირის განმავლობაში შინაგანი ოპტიმიზმი იმდენად გაძლიერებული იქნება, რომ ყველანაირ პრობლემას მარტივად შეხედავთ და გამოსავალსაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იპოვით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ შუა კვირაში მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივობა არ დაგეგმოთ, რადგანაც წარუმატებლობისა და არასასურველი შედეგის მიღების რისკების იზრდება. სხვა მხრივ, მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ. მთელი კვირა შეძლებთ, ეფექტური კომუნიკაცია გქონდეთ ყველგან, სადაც მოხვდებით და საინტერესო თავგადასავლებიც შეაგროვოთ.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ასტროლოგები გირჩევენ, რომ კვირის განმავლობაში მთელი ძალისხმევა პროფესიული სფეროსა და საქმიანი პროექტების განხორციელებისაკენ მიმართოთ, რადგანაც ამ მიმართულებით დიდი წარმატება და ფინანსური სარგებელი გელოდებათ. რომანტიკული ურთიერთობების კუთხით, სტაბილური კვირა გელით. შეძლებთ, საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოხატოთ და თუკი რაიმე უთანხმოება არსებობს, განიხილოთ და მოაგვაროთ. ასევე, თუ არ გყავთ პარტნიორი, ახალი ურთიერთობის დასაწყებად ეს შესანიშნავი კვირაა.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ექიმთან ვიზიტი გადადეთ ხოლმე, თუმცა ახლა ნამდვილად ღირს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაამოწმოთ და შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღოთ. პროფესიული თვალსაზრისით, კვირის განმავლობაში საინტერესო შეთავაზებები და სიახლეები გელოდებათ, რაც ფინანსური კუთხითაც უფრო მეტ მოგებას მოგიტანთ და კარიერული ზრდის პერსპექტივაც გექნებათ.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელები ისეთივე აქტიურები და დინამიკურები იქნებიან, როგორებიც წინა კვირაში იყვნენ. მზე პლანეტა პლუტონთან საპირისპირო მიმართულებითაა და სწორედ ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ყველა მორიელი ბევრად უფრო რადიკალურ და მკაცრს გადაწყვეტილებებს იღებს. საქმიან ურთიერთობებშიც ამ კვირის განმავლობაში უფრო ხისტ მიდგომას აირჩევენ და საკუთარ პოზიციას მკაფიოდ გამოხატავენ. კვირის განმავლობაში შესაძლოა, მოულოდნელი ფინანსური საჩუქარი ან ბონუსი მიიღოთ, რაც თქვენს შემართებასა და მოტივაციაზე დადებითაც აისახება.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა მშვილდოსნებს უამრავ საინტერესო მოვლენას ჰპირდება. ეს მოვლენები არა მხოლოდ სასიამოვნო ემოციების მომტანი იქნება, არამედ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევთ, ირგვლივ არსებული ურთიერთობებიც და ადამიანებიც კიდევ ერთხელ შეაფასონ და გადაწყვიტონ, ვისთან უნდა დაასრულონ კომუნიკაცია. კვირის მეორე ნახევარი ბევრად აქტიური იქნება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. თქვენი ძალისხმევა უახლოეს მომავალში წარმატებით დაგვირგვინდება.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქებისთვის კვირის პირველი ნახევარი დაგეგმვას დაეთმობა. უპირველეს ყოვლისა, ეს საქმიან ურთიერთობებს, პარტნიორებთან, თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს ეხება. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირის განმავლობაში სესხის აღება, დიდი ფინანსური დანახარჯის გაწევა, ინვესტირება არ დაგეგმოთ და თუ შესაძლებელი იქნება, შემდეგი კვირისთვის გადადოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ახლობლებისაგან საინტერესო საქმიანი შეთავაზება და ერთობლივი პროექტის დაწყების იდეა მიიღოთ.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ ამ კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკური შემოწმება დაგეგმონ და საყურადღებო ნიშნებიც არ უგულებელყონ.საქმიან სფეროში სტაბილური გარემო გექნებათ, თუმცა თუ ხელმძღვანელებთან რაიმეზე დალაპარაკება, თხოვნა ან შეცვლა გსურთ, ჯობს, მომდევნო კვირისთვის დაგეგმოთ. კვირა ახალ რომანტიკულ გამოცდილებას გპირდებათ და შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელთან ერთადაც არაერთ სასიამოვნო მოგონებას შექმნით.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ თავიანთი შინაგან სამყაროზე იზრუნონ, ემოციები, სურვილები გააანალიზონ და დაფიქრდნენ, რა უშლით ხელს ბედნიერებაში. თუკი მომატებულ ემოციურ ფონს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ალბათ, ჯობს, სპეციალისტის ჩართულობაზეც იფიქროთ. ვინაიდან, ეს სერიოზულად გაზიანებთ და წარმატებაში ხელს გიშლით. ჯობს, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებსა და შორ მანძილზე მოგზაურობას კი მოერიდეთ. დაკავდით საყვარელი საქმიანობით და ძალები აღიდგინეთ. რაც შეეხება რომანტიკულ სფეროს, ახლა ნამდვილად მიხვდებით, რომ ცვლილებების დროა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
წყარო: “ბომონდი”