“ნაპოლის”და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონში 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, აქამდე “კვარა” “ნაპოლიში” 77 ნომრიან მაისურს ირგებდა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხვიჩამ მისი საფეხბურთო კერპების გუტისა და კრიშტიანო რონალდოს გამო მიიღო.
ბოლოს, “ნაპოლიში” 7 ნომრიანი მაისურით ელიფ ელმასი ასპარეზობდა, რომელმაც კლუბი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და “ლაიფციგში” გადავიდა.
წყარო: sportall.ge