ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ,გიორგი გველესიანის მიმართ არსებულკრიტიკას ეხმაურება.
ბერიძე გველესიანის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არაა.
ჟურნალისტი ოპოციზიის დეპუტატ, ხატია დეკანოიძის კრიტიკასაც გამოეხმაურა.
„დემოკრატია, ლიბერალიზმი და 21-ე საუკუნეო, ვერ გაგვარუსებთო, საბჭოთა წყობაში ვერ დაგვაბრუნებთო და გიორგი გველესიანი საკუთარი აზრის გამო საბჭოთა ცენზურის დიდ მორევში ჩაძირეს, აგინეს, აფურთხეს და სულ საბჭოურ, რუსულ მეთოდებს იყენებენ, რომ აზრი წაართვან, შეზღუდონ, დააცენზურონ.
ერთ ისაა, რომ ვერ ხვრეტენ თორემ ხატია დეკანოიძე საკუთარი ხელით მიაყენებდა კედელთან, შუბლს გაუხვრეტდა და მიწასაც თვითონ მიაყრიდა და ზდრასტვუი სავეცკი საიუზ! თქვენ სულ მანდ იყავით, ხართ და იქნებით“, – წერს ნათია ბერიძე.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა წარმატებულმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა, „Geo Team • ჯეო თიმი“ youtube არხზე გულშემატკივრის კითხვებს უპასუხა.
ერთ–ერთ კითხვაზე, არის თუ არა ფეხბურთი ქალების საქმე ფეხბურთელმა ასე უპასუხა:
„ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს“, – ამბობს იგი.
ამ განცხადების გამო, საზოგადოების ნაწილმა გიორგი გველესიანი გააკრიტიკეს.