აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ინფორმაციით, მისი კოლეგა, აფგან სადიგოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.
როგორცის ფეისბუქზე წერს, სადიგოვს სასაზღვრო პოლიციამ უთხრა, რომ მხოლოდ ბაქოში გაფრენის უფლება აქვს, სხვა ქვეყანაში წასვლა კი ეკრძალება.
მუხთარლი ვარაუდობს, რომ ამ გზით აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ბაქოში ჩასვლას აიძულებს, სადაც მას დიდი ალბათობით დააკავებენ.
აეროპორტიდან ფოტოს ავრცელებს თავად სადიგოვიც და წერს, რომ საქართველოს დატოვება ილჰამ ალიევის დაკვეთით აუკრძალეს:
“ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა.
საქართველოს დატოვება ამიკრძალეს.
ამჟამად თბილისის აეროპორტში ვარ.
საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო.
ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა…
ეს არის ილჰამ ალიევის ბრძანება.” წერს სადიგოვი