Thursday, September 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ილჰამ ალიევმა ივანაშვილთან ერთად მორიგი დანაშაული დაგეგმა”– აფგან მუხთარლი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

July 18, 2024
“ილჰამ ალიევმა ივანაშვილთან ერთად მორიგი დანაშაული დაგეგმა”– აფგან მუხთარლი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ინფორმაციით, მისი კოლეგა,  აფგან სადიგოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

როგორცის ფეისბუქზე წერს, სადიგოვს სასაზღვრო პოლიციამ უთხრა, რომ მხოლოდ ბაქოში გაფრენის უფლება აქვს, სხვა ქვეყანაში წასვლა კი ეკრძალება.

მუხთარლი  ვარაუდობს, რომ ამ გზით აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ბაქოში ჩასვლას აიძულებს, სადაც მას დიდი ალბათობით დააკავებენ.

“ილჰამ ალიევმა ივანაშვილთან ერთად მორიგი დანაშაული დაგეგმა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ თბილისის აეროპორტში დააკავეს. სასაზღვრო პოლიციამ აფგანს უთხრა, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში გაფრენის უფლება აქვს, სხვა ქვეყანაში წასვლა კი ეკრძალება.

აკრძალვის მიზეზი არ სახელდება. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაპატიმრება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანაშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს. ივანაშვილისთვის, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია.

მზად არიან ფულზე მთელი საქართველო გაყიდონ, ეს არ დაგავიწყდეთ.  2020 წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული დაფარეს.

მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა. ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან.
ბოლო თვეების განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება” წერს აფგან მუხთარლი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს – შსს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge