საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელის ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს, 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითიც პლეი ოფში ითამაშებენ.
ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. ორრაუნდიანი პლეი ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება.
პლეი ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.
ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მეკარე თათია გაბუნიაა.