საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც FIFA–ს მიერ ოქროს გლობუსის გადაცემას ეხმიანება.
”ძალიან ამაყი ვარ, რომ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის ვარ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს [საქართველოს ნაკრებს], თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“, – წერს მიქაუტაძე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლი გაიტანა, ისევე როგორც კიდევ ხუთმა სხვა მოთამაშემ. ქართველმა თავდამსხმელმა სამივე ჯგუფურ შეხვედრაში გამოიჩინა თავი – თურქეთთან, ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და მერვედფინალამდე ლიდერობდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.