გადაცემაში – „მთავარი დიაგნოზი“ – ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა იმ 8 საკვების შესახებ, რომლებიც ბავშვის სხეულს ყველაზე მეტად სჭირდება.
„ 1. კვერცხი
კვერცხში არის ყველაფერი, რაც სჭირდება ბავშვის სხეულს განვითარებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხის ცილა, რომელშიც ბევრი ცილაა, ყველა ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ცილა ადამიანის სხეულში, ამიტომ კვერცხის ცილა იდეალური საკვებია ბავშვისთვის. არ დაგავიწყდეთ ყვითრიც, მასში ძალიან ბევრი B ვიტამინია, მათ შორის ვიტამინი B12, რომელიც ნერვულ სისტემას სჭირდება. ასევე ნივთიერება ქოლინი, იგი წარმოქმნის თავის ტვინის ნეირომედიატორს, რომლის საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან.
2. იოგურტი
მასში ძალიან დიდი რაოდენობით არის კალციუმი და ფოსფატები, რომლებიც აუცილებელია კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბებისთვის. იოგურტს ბონუსიც აქვს – მასში დიდი რაოდენობითაა პრობიოტიკები, რომლებიც ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასახლებს, რათა მისი იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.
3. სტაფილო
სტაფილოში არის A ვიტამინი, რომელიც ეხმარება თვალს – ბადურას – რომ კარგად დაინახოს ყველაფერი. ასევე A ვიტამინი საჭიროა ჯანსაღი კანისთვის.
4. ბანანი
ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ინტელექტუალური შრომის დროს დახარჯული ნახშირწყლების მარაგის შესავსებად. ასევე, ბანანში არის კალიუმი, ვიტამინი B1, B6, B12… ასევე ბანანში ძალიან დიდი რაოდენობით არის სეროტონინი, რომელიც ეხმარება ბავშვს დადებითი განწყობის შექმნა-შენარჩუნებაში.
5. ავოკადო
მასში ძალიან ბევრი ამინომჟავაა. ცილოვან საკვებს შორის ავოკადო იდეალურია. იგი სტაფილოსა და ბანანთან ერთად შეგიძლიათ დააბლენდეროთ და ბავშვს სკოლაში გაატანოთ.
6. წითელი ხორცი
იგი შეიცავს რკინას, რომელსაც ბავშვის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. შეგიძლიათ ხორცი მისცეთ პერიოდულად, დანარჩენ დღეებში კი იგი მარცვლეულით ჩაანაცვლოთ, რომელიც რკინის ასევე კარგი წყაროა.
7. ქათმის ხორცი
მასშიც არის საკმარისი რაოდენობის რკინა, მაგრამ, რაც მთავარია, მასში დიდი რაოდენობით არის ვიტამინი B6. იგი ორგანიზმს ეხმარება დღის განმავლობაში მიღებული ცხიმებისა და ნახშირწყლებისგან ენერგიის ამოღებაში.
8. წითელი კარტოფილი
ეს არ არის ჩვეულებრივი კარტოფილი, რომელიც სახამებლით არის გაჯერებული. მასში ძალიან ბევრი ბოჭკოა, ასევე დიდი რაოდენობით კალიუმი, რომელიც სჭირდება ბავშვს მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილის სწორი განვითარებისთვის.
ამ პროდუქტების მიღებით ბავშვის ყველა ორგანო საკმარისად განვითარება.“