ვერძი
ახალმთვარეობაზე ჩამოწერეთ ახალი საქმეების სია, იყავით გააზრებული და მხოლოდ თქვენთვის სასიკეთო საქმეები შეასრულეთ. უამრავი შანსი გეძლევათ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება, მიაღწიოთ მიზანს, უქმეებზე სასიამოვნო ცვლილებებს ელოდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 15 მაისი.
კურო
ასწიეთ თავი და იარეთ გამართულმა. ოთხშაბათი და ხუთშაბთი კარგი დღეებია თვალსაწიერის გასაფართოებლად, განვითარებისთვის. მოვლენები და ადამიანები ობიექტურად შეაფასეთ. უქმეები მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ. ისინი დახმარებაზე უარს არ გეტყვიან.
კვირის საუკეთესო დღე: 10, 13 მაისი.
ტყუპი
მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, იუმორის გრძნობა გამოავლინოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კვირის მეორე ნახევარში იდეების განხორციელებას, ახალი საქმეების დაწყებას შეძლებთ. რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. უქმეები ბუნებაში გაატარეთ, ენერგიით დაიმუხტეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 13, 16 მაისი.
კირჩხიბი
ახალი საქმეების დაწყებამდე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პარტნიორებთან ერთად მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა გჭირდებათ. რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით მეტ საქმეს გაუმკლავდებით. აკონტროლეთ ემოციები.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 16 მაისი.
ლომი
კითხვებს, რომლებიც გაწუხებდათ, გაეცემა პასუხი. სამსახურში დაფასება გელით. ახლა გაქვთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესოთ მდგომარეობა სამსახურში, სოციალური სფერო. გადახედეთ თქვენს იდეებს, გეგმას, მოქმედების და კარგი შედეგის მიღწევის შანსი გაქვთ, არ იზარმაცოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 13 მაისი.
ქალწული
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები. დაეხმარებათ მათ ახალი საგნების ათვისებაში. აუსრულეთ დანაპირები. შუა კვირიდან განახორციელეთ ახალი პროექტები. იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დამატებითი შემოსავალის მოძიებაზე. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, უქმეები დაუთმეთ დასვენებას, გამოიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 13, 16 მაისი.
სასწორი
შეხვედრების, ახალი ნაცნობობის, რომანტიკული თავგადასავლების კვირაა. სამსახურში აიმაღლებთ ავტორიტეტს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. ეცადეთ მოსაწყენი საქმეებიც კი მხიარულად და მსუბუქად აკეთოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 11, 13, 15 მაისი.
მორიელი
გაიცნობთ საჭირო და გავლენიან ადამიანებს, ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. გამონახავთ შემოსავლის დამატებით წყაროს, ახალ სამსახურს. ცვლილებები მოგინდებათ და შეგიძლიათ, ბინაში ინტერიერი შეცვალოთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 13 მაისი.
მშვილდოსანი
ოთხშაბათიდან მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. იყავით მიზანდასახული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნათესავებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ. უქმეებზე საინტერესო ნაცნობობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 16 მაისი.
თხის რქა
გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები და შეცდომების გათვალისწინებით დაგეგმეთ ახალი საქმეები. შუა კვირიდან დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. უქმეებზე სასიამოვნო შენაძენით გაინებივრეთ თავი.
კვირის საუკეთესო დღე: 16 მაისი.
მერწყული
სიახლეების კვირა გელოდებთ. იყავით დაკვირვებული. მიაღწევთ ყველაფერს, რასაც სწორად დაგეგმავთ. თვითანალიზი და ღრუბლებიდან დაშვება უკეთესია. შეიძლება მოგინდეთ იმიჯის, ჩაცმის სტილის შეცვლა. ორიგინალურობა ამ მიმართულებით თქვენთვის დაშვებულია; საქმეებში კი მეტი თავდაჭერა და დაკვირვება გმართებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 10 მაისი.
თევზები
სამსახურში საქმეები კარგად წაგივათ, უფროსი კმაყოფილია, კოლეგებს თქვენი შურთ, კონკურენტებს კი თავისთან სურთ თქვენი გადაბირება. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ. გავლენიანი მეგობრები ყველაფერში დაგეხმარებიან. უქმეებზე ზომიერი ფიზიკური, სუფთა ჰაერზე აქტიურობა არ გაწყენთ.
კვირის საუკეთესო დღე: 13 მაისი.
წყარო: marao.ge