Friday, December 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიახლე მგზავრებისთვის! – თბილისის მერია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

July 12, 2024
სიახლე მგზავრებისთვის! – თბილისის მერია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.

„დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტუბუსები მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანას სრულად უზრუნველყოფს.

„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია, ეს ტენდეცია კი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მოხმარება, თუმცა გვაქვს რესურსი შედეგების მატების. 2017 წელს როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დავიწყეთ, შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი. ამის მიზეზი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო. შესაბამისად, განვაახლეთ ავტობუსები, შემოვიყვანეთ ევროპული ტიპის ავტობუსები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უნდა ფასდებოდეს ახალგაზრდებში განათლება, შრომისმოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და ასეთი მომავლის მშენებლობის სურვილი და მოტივაცია” – ცოტნე ივანიშვილი
  • “როცა იტყვით რომ ამის დრო არაა, გახსოვდეთ ამ ქალს იცავთ” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე
  • “მოსალოდნელია ელჭექი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული” – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge