მომღერალ ქეთა თოფურიასა და ლევ ძენგოვის წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ისინი ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად არ აქვეყნებენ, თუმცა რამდენიმე დღეა, ქეთა “ინსტაგრამგვერდის” გამომწერებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად უზიარებს.
ცოლ-ქმარი მალდივების ზღაპრულ სანაპიროზე ისვენებს. როგორც ყოველთვის, ქეთა სანაპიროზეც დახვეწილი სამოსით გამოირჩევა. ქეთას ოკეანე და მზიანი სანაპიროები ძალიან იტაცებს. ის ლევ ძენგოვთან ერთად, პირველად, პაპარაცებმა დუბაიში დააფიქსირეს.
წყვილს მიმდინარე წლის იანვარში შვილი შეეძინა. ქეთამ და ლევმა ბიჭუნას ადამი დაარქვეს. ქართველი მომღერლისთვის ეს მეორე ქორწინებაა. წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა. ქეთა პირველად ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი შვილი, ოლივია გეიხმანი ჰყავს.
წყარო: ambebi.ge