კირჩხიბი
კირჩხიბები გარეგნულად უვნებლები ჩანან, მაგრამ შეუძლიათ საყვარელი ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციონ და ამ ქცევის მთავარი მიზეზი, როგორც წესი, ეჭვიანობაა. უსარგებლოა მათი დარწმუნება ამ გრძნობის უმიზნობაში. მაგრამ ამ კვირაში, საკმარისია უბრალოდ “გაუშვათ” სიტუაცია და ბედნიერება უსაზღვრო და მშვიდი აღმოჩნდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ურთიერთობებში მრავალფეროვნებისკენ ისწრაფვიან და ხშირად – მათზე მუშაობის ნაცვლად – ამჯობინებენ პარტნიორების შეცვლას, იმ იმედით, რომ ახალში აუცილებლად შეიძენენ ყველა იმ თვისებას, რაც მათ სჭირდებათ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ვარსკვლავები ურჩევენ მათ არ იჩქარონ, არამედ იფიქრონ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ რაიმე სიახლე შემოიტანონ არსებულ ურთიერთობაში – მაშინ მათ არ მოუწევთ დაშორება.
თხის რქა
თხის რქებისთვის მთავარია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არ დამალონ მის მიმართ გრძნობები. ისინი ხშირად ზედმეტად თავშეკავებულნი არიან, რაც გარშემომყოფებს უსარგებლობისა და უარყოფის განცდასაც კი უქმნის. ასეთ ფუნდამენტზე რთულია ბედნიერად იგრძნო თავი, როგორც პარტნიორისთვის, ასევე თავად ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ამ კვირაში მათ უნდა იფიქრონ, როგორ გაახარონ საყვარელი ადამიანი.