იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე გადაცემაში “შუადღის” ეთერში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკებს იწვევს ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება.
“ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ.
უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან. არანაირი სტრესი ამას არ შეედრება. დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა არ არსებობს.
ასევე, არანაკლებ მავნებელია ორსულისთვის პასიური მოწევა.