ვერძი: 20 მარტი – 20 აპრილი
ვერძებს ექნებათ შანსი, მოძებნონ საუკეთესო გზა მიზნისკენ სვლისთვის. შესაძლოა, სამსახურში მეტი ძალისხმევა დაგჭირდეთ სირთულეების გადასალახად; ასევე, ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემებმა იჩინოს თავი. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავსა და სურვილებს. ისწავლეთ, დატკბეთ იმით, რაც უკვე გაქვთ და ეს კვირა გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზებისთვის.
კურო: 20 აპრილი – 21 მაისი
ყურადღება დაუთმეთ თქვენს ოჯახსა და ოჯახის წევრებს. შესაძლოა, ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალოს. რაც შეეხება სამსახურს, მოდუნდით, მიჰყევით დინებას, ნუ ინერვიულებთ პატარა დეტალებზე. მზად იყავით ახალი იდეებისა და შემოთავაზებებისთვის და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით.
ტყუპები: 21 მაისი – 21 ივნისი
ახალი გზები გაგეხსნებათ პირადი ცხოვრების ასპარეზზე. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ ახალი კავშირებისთვის თუმცა მზად იყავით, რომ ეს დიდ სიახლეებს მოგიტანთ. წარმატება გელით ფინანსების მხრივაც, ნათლად და მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი იდეები, იყავით თავდაჯერებული, გახსნილი და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების.
კირჩხიბი: 21 ივნისი – 22 ივლისი
თავისუფლად გამოხატეთ თქვენი აზრი პირად ურთიერთობებში. შეიძლება შიში დაგეუფლოთ, თუმცა იყავით თამამი და მოუსმინეთ მხოლოდ თქვენს გულს. ნუ იქნებით ფიცხი ოჯახთან ურთიერთობაში და ნუ გადაიტანთ დაგროვილ აგრესიას ოჯახის წევრებზე. გააფართოეთ სანაცნობო წრე, იმუშავეთ მეტი და დრო დაუთმეთ თავის მოვლას.
ლომი: 22 ივლისი – 23 აგვისტო
სწორად შეარჩიეთ სიტყვები იმის სათქმელად, რაც გულში გაქვთ. ლაპარაკი, მოსმენა და წერა არის ყველა ის ძლიერი მხარე, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ამ კვირაში. თქვენი საკუთარი იდენტობა და როლი, რომელსაც თამაშობთ ურთიერთობებში, ამ დროს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ შემოვლითი გზებით მუშაობა, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს კვირა სწორედ ამ გამოცდებს მოგიწყობთ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ.
ქალწული: 23 აგვისტო – 23 სექტემბერი
თქვენს თავთან პრობლემები უფრო აშკარა გახდება. ეცადეთ, მიიღოთ თქვენი პიროვნება ისეთი, როგორიც ხართ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას სხვების უნარებსა და შესაძლებლობებზე, წარმატებას მოგიტანთ საკუთარ მიზნებზე კონცენტრაცია. ნუ იდარდებთ წვრილმანებზე.
სასწორი: 23 სექტემბერი – 23 ოქტომბერი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს განზრახ, მხოლოდ იმისთვის, რომ გაგაბრაზოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მეგობრობის, თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების ქცევა თქვენ არ დაგაზარალებთ, ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს და არ განსაჯოთ სხვები. მოდუნდით, კონცენტრირდით საკუთარ თავსა და სურვილებზე.
მორიელი: 23 ოქტომბერი – 22 ნოემბერი
თქვენი პლანეტარული მმართველი, მარსი, შემოდის თქვენი იმედებისა და ოცნებების სახლში, რომელიც წარმატებებს მოგიტანთ. თქვენ ხართ მთავარი თქვენი ოცნებების ასრულებაში, ამიტომ მობილიზდით და კონცენტრირდით იმაზე, რაც ძალიან გინდათ. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს პირად ცხოვრებაში გადადგმულ ნაბიჯს, სამსახურში დაწინაურებას ან გავლენების განმტკიცებას.
მშვილდოსანი: 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი
თქვენ მოგიწევთ, დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, მსოფლიოს და თქვენს უფროსებს, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი სტატუსისა და თანამდებობის ღირსი იყოთ. მზად უნდა იყოთ გამოწვევისთვის ან შეჯიბრებისთვის, მით უფრო, რომ არსებობს ზეწოლის საშიშროება. გჯეროდეთ თქვენი უნარების, გჯეროდეთ, რომ ღირსი ხართ, აიღოთ მისია და უპასუხოთ გამოწვევებს. თქვენ გაქვთ ძალა და ენერგია ამის გაკეთებისთვის!
თხის რქა: 21 დეკემბერი – 20 იანვარი
აღმოაჩენთ, რომ პირად ურთიერთობებში ზედმეტად გულჩათხრობილი იყავით. ეცადეთ, გამოიჩინოთ თქვენი ჩვეული გონებამახვილობა და არ მიაქციოთ ყურადღება უმნიშვნელო დეტალებს. გჯეროდეთ, რომ ყველაფერი შეიძლება უბრძოლველადაც მიიღოთ, მთავარია, მზად იყოთ სიახლეებისთვის. მოდუნდით და ისწავლეთ სპონტანურობასთან, სიურპრიზებთან და ახალ აღმოჩენებთან მუშაობა.
მერწყული: 20 იანვარი – 18 თებერვალი
ადამიანები ყოველდღიურად არ ზრუნავენ თავიანთ ურთიერთობებზე, მაგრამ რა მოხდება, თუ გირჩევთ, რომ ამ კვირაში ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? ეს კვირა კარგი დროა იმისთვის, რომ დაინახოთ კარგი სხვა ადამიანებში. თქვენ შესაძლოა მიიზიდოთ გარკვეული პოზიტიური და სასიცოცხლო კავშირები და გახსოვდეთ, რომ არ დაკარგოთ კეთილგანწყობა.
თევზები: 18 თებერვალი – 20 მარტი
თუ წვრილმანები გაწუხებთ, მაშინ რატომ არ შეიძლება ეს წვრილმანები დააიგნოროთ? მეტი ყურადღება დაუთმეთ ურთიერთობებს, ისწავლეთ მოთმინება თქვენი გარშემომყოფებისგან, მიიღეთ და გაეცით მხოლოდ დადებითი ენერგია და ნახავთ, რომ კვირის ბოლოს ყველაფერი დალაგდება.