ქედის მუნიციპალიტეტში, შშმ პირზე სექსუალურად ძალადობის ბრალდებით 30 წლამე მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა.
35 წლის ქალი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გავრცელებული ვერსიით, მოძალადე სახლში ახალგაზრდა ქალის მარტო დარჩენას ელოდებოდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ, მომხდარის შესახებ კი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სასწრაფო მივიდა.
ქალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი, ბათუმიდან, ქედაში სტუმრად იმყოფებოდა.
გამოძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, დაკავებული ნასამართლევია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 30 წლის მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.