მედიკამენტები
წამლების მწარმოებლების უმეტესობა გვირჩევს შენახვას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, გრილ, ბნელ ადგილას. სითბოს შეუძლია გავლენა მოახდინოს წამლების ქიმიურ შემადგენლობაზე და, შესაბამისად, მათ ეფექტურობაზე. თუ იძულებული გახდებით ტაბლეტები თან ატაროთ, მაშინ შეინახეთ ისინი ჩანთაში, სადაც ისე არ გაცხელდება, როგორც მანქანაში.
პლასტმასის წყლის ბოთლები
კვლევებმა აჩვენა, რომ სითბო გამოყოფს მეტ ბისფენოლ A-ს, ნივთიერებას, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისთვის და იწვევს ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევებს. მართალია, ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად წყალი ოთხი კვირის განმავლობაში თბებოდა 70 ° C-მდე და ეს პირობები ჯერ კიდევ შორს არის რეალობისგან. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია არ გარისკოთ და ბოთლი თან წაიღოთ, მით უმეტეს, თუ გეგმავთ მანქანის სიცხეში დიდხანს დატოვებას. უფრო მეტიც, ბისფენოლი არ არის ერთადერთი საფრთხე. მზის პირდაპირ შუქზე, წყალს და გამჭვირვალე პლასტმასს შეუძლია იმოქმედოს როგორც ლინზა და ცეცხლიც კი გააჩინოს.
გაჯეტები
ტელეფონები, ტაბლეტები, საბავშვო სათამაშოები ბატარეებით და ა.შ. სიცხე უარყოფითად მოქმედებს ლითიუმის ბატარეებზე, ამცირებს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას. მოწყობილობების მწარმოებლები, მაგალითად როგორიცაა Apple-ი, აფრთხილებენ , რომ 35°C-ზე მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დააზიანოს ბატარეა.
მზისგან დამცავი
ძლიერი სიცხისგან მან შეიძლება შეიცვალოს სტრუქტურა და დაკარგოს ეფექტურობა. თუმცა ეს ასევე ეხება ჩვეულებრივ კრემებს.
ალკოჰოლი
მაგალითად, ცხელი ლუდი შეიცავს 3-მეთილ-2-ბუტენეთიოლს, ნივთიერებას, რომელიც აძლევს სასმელს მწარე-მომჟავო გემოს და სკილის მსგავს არომატს. ღვინოში გემოც უარესდება, უფრო მკვეთრი და უსიამოვნო ხდება. ტყუილად არ ინახება ის სიბნელეში და სიგრილეში – არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე.
შოკოლადი
ის იწყებს დნობას 25°C ტემპერატურაზე. შედეგად, ცხელ მანქანაში დარჩენილი ფილიდან მხოლოდ ყავისფერი “გუბე” გექნებათ.
სახატავი ცვილის ფანქრები
40°C-ზე იწყებენ დარბილებას, 48°C-ზე დნება თხევად მდგომარეობაში. ასე რომ, თუ არ გსურთ სავარძლებისა და ხალიჩების რეცხვა, დარწმუნდით, რომ ბავშვები სალონში ფანქრებს არ გაფანტავენ.
საკვები
განსაკუთრებით მალფუჭებადი: მზა კერძები, რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, თევზი და ა.შ. მათი შენახვა მაცივარში 2 საათზე მეტხანს არ არის რეკომენდებული , ხოლო თუ გარეთ ტემპერატურა 32°C-ზე მეტია, ეს დრო მცირდება 1 საათამდე. ამ პერიოდის შემდეგ საკვების მიღება უსაფრთხო აღარ იქნება – სიცხე ეხმარება ბაქტერიების გამრავლებას და გავლენას ახდენს კერძის სტრუქტურასა და კონსისტენციაზე.
სანთებელა
ისინი შეიძლება აფეთქდეს და გამოიწვიოს ხანძარი. სხვათა შორის, ამ მიზეზით უმჯობესია არ დატოვოთ სანთებელა მზეზე – აივანზე, ფანჯრის რაფაზე.
აეროზოლები
დეზადორანტები, ჰაერის გამაგრილებელი საშუალებები და ა.შ. იგივე შეიძლება დაემართოს მას, რაც სანთებელას.
მცენარეები
სიცხემ და გაუწყლოებამ შეიძლება მოკლას ისინი, განსაკუთრებით თუ მცენარეს ტოვებთ მანქანის სავარძელზე, სადაც ტემპერატურა ცხელ დღეს 50°C-მდე ან მეტს აღწევს.