თიკა ჯამბურია ახლახან ყოფილი მეუღლის, ბექა ხოფერიას ქორწილს ქალიშვილთან ერთად დაესწრო. ულამაზესი საქორწინო წვეულება სიცილიაზე გაიმართა. მან ყოფილი მეუღლის ქორწილში იმღერა და სასიამოვნო კადრები სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
აღნიშნული საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი მიზეზი გახდა, თიკა ჯამბურია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რასაც მოგვიანებით Threads-ის ოფიციალურ გვერდზე უპასუხა:
“უთავმოყვარეოს მეძახიან ის ქალები, რომლებსაც ქმრები აბულინგებენ, აშინებენ, ცემენ… და ამას მალავენ იმიტომ, რომ თავმოყვარეობას უფრთხილდებიან)))) კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემთვის, თქვენნაირად მოაზროვნე ხალხისგან გამოთქმული ცუდი, კომპლიმენტია… ანუ სწორ გზაზე ვარ.” – ვკითხულობთ თიკა ჯამბურიას პოსტში.