ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 8 ივლისს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ, მცხეთის რაიონის სოფლებს: საგურამო, ახალსოფელი, ტყანჭიქედი და მიმდებარე სოფლები.
ამასთან, ამავე პერიოდში, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, ქვემო არანისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით აღდგება.