საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში ფიჯისთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 12:21 დამარცხდა.
„ბორჯღალოსნებმა“ ფიჯისთან ისტორიაში მეშვიდედ ითამაშეს. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი მოგება და ამდენივე ფრეა. „მფრინავმა ფიჯელებმა“ მეხუთედ მოიგეს.