Monday, May 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ემიგრაცია

ცნობილია, როდიდან შემოიღებს იტალია „მწვანე საშვს“

May 6, 2021
ცნობილია, როდიდან შემოიღებს იტალია „მწვანე საშვს“

მაისის მეორე ნახევრიდან იტალიაში ამოქმედდება ე. წ. „მწვანე საშვი“, რომლის მეშვეობითაც რეგიონებს შორის მოგზაურობა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ G20-ის (დიდი ოცეულის ქვეყნების) ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.

„უნდა შევიმუშაოთ მკაფიო, მარტივი წესები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენთან ტურისტების უსაფრთხო ჩამოსვლა. ევროპული „მწვანე პასპორტი“ ივნისის მეორე ნახევრიდან იქნება მზად, ამასთან, იტალიის მთავრობამ შემოიღო „ნაციონალური მწვანე პასპორტი“, რომელიც მაისის მეორე ნახევრიდან შევა ძალაში“, – განაცხადა დრაგიმ.

მას არ დაუზუსტებია, დოკუმენტში მხოლოდ ვაქცინაციის შესახებ იქნება ინფორმაცია თუ გათვალისწინებულია, აგრეთვე, პისიარ-ტესტის უარყოფითი პასუხი ან გადატანილი კორონავირუსული ინფექციის შესახებ ცნობა.

„ჩვენი მთები, ჩვენი პლაჟები, ჩვენი ქალაქები ისევ იხსნება. ზოგიერთ სექტორს შემცირება უწერია, ზოგი – გაიზრდება და ეჭვი არ მეპარება, რომ იტალიაში ტურიზმი უფრო ძლიერ აღორძინდება, ვიდრე ადრე“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.

მან უცხოელ ტურისტებს იტალიაში მოგზაურობისკენ მოუწოდა: „მოვიდა დრო, დაჯავშნოთ შვებულება. იტალიაში ჩვენ მოუთმელად ველოდებით შესაძლებლობას, რათა ისევ მოგესალმოთ“.

იტალია ეცდება, ამ ზაფხულს ტურისტები ისევ მიიზიდოს, ამავე დროს, როგორც ტურიზმის მინისტრმა მასიმიო გარავალიამ  განაცხადა, მიახლოებითი შეფასებით, იტალიას 2 წელი დასჭირდება, რათა ტურიზმის მხრივ 2019 წლის დონეს დაუბრუნდეს.

ნინო ხოშტარია
წყარო nostal.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო” – ნიკა გვარამია
  • წყალი რამდენიმე საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge